x
საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ - ეს აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს
image
წყალი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით წყლის შესახებ,

წყლის საერთო მოცულობა დედამიწაზე, შედგენს 326 მილიონ კუბურ ტონას;


წყალი ერთადერთი ნივთიერებაა ჩვენს პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია მიიღოს სამი აგრეგატული მდგომარეობა: თხევადი, მყარი და აირადი, თუმცა მეცნიერები თხევადი წყლიდან გამოყოფენ 5 სხვადასხვა მდგომარეობას, ხოლო გაყინული წყლიდან 14 სხვადასხვა მდგომარეობას;


წყალი ყველაზე ძლიერი და უნივერსალური გამხსნელია;



ადამიანი წყურვილს გრძნობს უკვე მაშინ, როცა მისი ორგანიზმი კარგავს წყლის 1%-ზე მეტს;


ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს, ადამიანი მომენტალურად კარგავს წონას, მაგრამ არა იმის გამო, რომ წვავს ცხიმებს, არამედ იმის გამო, რომ კარგავს წყალს;


წყლით ინტოქსიკაცია, ყველაზე ხშირად ხდება ინტენსიური სპორტული დატვირთვების დროს;


ადამიანის წონის 18%-ს შეადგენს წყალი;


წყალი შედგება ორი ელემენტისგან: წყალბადიგან და ჟანგბადისგან. მისი ქიმიური ფორმულაა H2O. წყლის თითოეული მოლეკულა შედგება ერთმანეთთან დაკავშირებულ ორი ატომი წყალბადისა და ერთი ატომი ჟანგბადისგან;


ჩვენს პლანეტაზე არსებობს წყლის წრებრუნვა. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ რაციონალური გამოყენების შემთხვევაში წყლის რესურსები ამოუწურავია;


ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს, წყალი მყარ მდგომარეობაში გადადის (იყინება) 0°ჩ-ზე, ხოლო დუღდება 100°ჩ-ზე. წყლის გაყინვისა და ადუღების ტემპერატურა დამოკიდებულია ატმოსფერულ წნევაზე. წნევის მომატებასთან ერთად იმატებს წყლის ადუღების ტემპერატურაც;


4°С დან 0°С ტემპერატურამდე დიაპაზონში, წყალი იმატებს მოცულობაში და იყინება. თუ ამ დროს წყალი იმყოფება წყალგაყვანილობის ლითონის მილში, იგი ადვილად ხეთქავს მას. 0°С-ს ქვემოთ კი წყალი ისევ იკუმშება;


დაბალი ატმოსფერული წნევის დროს, წყალს არ შეუძლია იმყოფებოდეს თხევად მდგომარეობაში, ხოლო ყინული გადაიქცევა უშუალოდ ორთქლად;


არსებობს წყლის მოლეკულის 18 ნაირსახეობა. ჩვენთვის ყველაზე მეტად ცნობილია „მსუბუქი წყალი“. ნებისმიერი წყალი შეიცავს მოლეკულის ყველა სახეობას;


ცხელი წყალი უფრო ეფექტურად აქრობს ხანძარს, ვიდრე ცივი წყალი;


წყალი ერთადერთი თავისუფლად გავრცელებული ნივთიერებაა ბუნებაში, რომლის სიმკვრივე, მყარ მდგომარეობაში უფრო ნაკლებია, ვიდრე თხევადში. სწორედ ამიტომაა, რომ ყინული წყალში არ იძირება (მაგალითად უზარმაზარი აისბერგი), ხოლო წყალსატევები, როგორც წესი ფსკერამდე არ იყინება (თუმცა ექსტრემელურ ტემპერატურაზე ეს შესაძლებელია);


ზღვის წყალი იყინება -1, 91 გრადუს ტემპერატურაზე;


მსოფლიოში, ყველაზე ძვირადღირებული წყალი იყიდება ლოს-ანჯელესში. მწარმოებლები ბალანსირებული გემოს ძვირფას სითხეს, მნიშვნელობით პჰ, ასხამენ სვაროვსკის თვლებით მოპირკეთებულ ბოთლში. ასეთი წყლის ღირებულებაა 90$ - 1 ლიტრი;


წყლის ერთ წვეთში არის 1. 000 000 000 000 000 მოლეკულა;


წყალი ზოგჯერ იყინება იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ტემპერატურა არის „+“;


მსოფლიოში, მტკნარი წყლის ყველაზე დიდი მარაგი მყინვარებშია;


წყალი ყველაზე თბოტევადია ბუნებაში არსებულ სხვა სითხეებთან შედარებით;


წყალი სიცოცხლის საწყისია, პირველი ცოცხალი ორგანიზმები, რომელიც გაჩნდა ჩვენს პლანეტაზე, წარმოიშვა წყალში;


დედამიწის სხვადასხვა ნაწილებში, ყინულს გააჩნია სხვადასხვა ტემპერატურა. ყველაზე ცივი ყინული არის ანტრაქტიდაში, სადაც ყინულის ტემპერატურა -60 გრადუსია, გრენლანდიაში ყინულის ტემპერატურა -28 გრადუსია, ხოლო ალპური ყინულის ტემპრეატურა შეადგენს 0 გრადუსს;


მეცნიერება ცნობს წყლის 2000-ზე მეტ სტრუქტურირებულ ფორმას;


ბუნებაში შეიძლება გამოვყოთ დაახლოებით 1330 სახეობის წყალი, მათ განასხვავებენ წარმოშვების (ნიადაგის, წვიმის, ახალი ან ძველი თოვლის და ა.შ), მათში გახსნილი ნივთიერებების თვისებებისა და რაოდენობის მიხედვით;


მსოფლიოში ყველაზე სუფთა წყალი არის ფინეთში;


მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი სახის ექსპერიმენტი: გამოჰყვეს ნავთობიდან წყალი, აღმოჩნდა, რომ ასეთი ნავთობი არ იწვოდა;


ცივ წყალზე უფრო სწრაფად იყინება ცხელი წყალი. ლოგიკურად კი პირიქით უნდა იყოს. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს, დღემდე არ არსებობს;


მთელი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანი სვამს დაახლოებით 38 ტონა წყალს;


დედამიწაზე არსებული ნივთიერებებიდან, წყალს გააჩნია ყველაზე მაღალი ზედაპირული დაჭიმულობა (ვერცხლისწყალის გარდა).;


მკვლევართა ჯგუფები, სხვა პლანეტებზე უპირველს ყოვლისა ეძებენ წყალს;


ადამიანს, წყლის გარეშე შეუძლია გაძლოს არაუმეტეს 7 დღისა;


თუ ადამიანის ორგანიზმში წყლის რაოდენობა შემცირდება 20% -მდე, იგი დაიღუპება;


დედამიწის ზედაპირის 80% დაფარულია წყლით. აქედან სასმელად ვარგისი მხოლოდ 1%-ია;


დედამიწის მანტია (მყარი დედამიწის გარსი) შეიცავს 10-12-ჯერ მეტ წყალს, ვიდრე მსოფლიო ოკეანე;


თუ განაგრძობთ სუფთა გაყინული წყლის გაყინვას, შეამჩნევთ უჩვეულო გარდაქმნებს. მინუს 120ºС-ზე, წყალი გახდება სუპერბლანტი და წელვადი, ხოლო მინუს 135ºС-ზე იგი გადაიქცევა „მინისებურ წყლად“. „მინისებური წყალი“ - არის მყარი ნივთიერება, რომელშიც არ არსებობს კრისტალური სტრუქტურა, ისე როგორც მინაში;


ერთი ავტომობილის წარმოებას სჭირდება დაახლოებით 147 ათას 631 ლიტრი წყალი;


მსოფლიო ოკეანე ფარავს პლანეტის დაახლოებით 71%-ს საშუალო სიღრმით - 4 კმ. და შეიცავს 97, 6% თავისუფალი წყლის ცნობილ მსოფლიო მარაგებს;


მიიჩნევა, რომ ადამიანის სისხლი 6-ჯერ უფრო სქელია წყალზე;


მსოფლიოში არსებული ყველა ყინულის დნობის შემთხვევაში, ჩვენს პლანეტაზე წყლის დონე აიწევდა 64 მეტრით (დაახლოებით 20 სართულიანი სახლი) და ხმელეთის 1/8 დაიფარებოდა წყლით;


ძროხამ უნდა დალიოს დაახლოებით 15 ლიტრი წყალი, რათა გასცეს 4 ლიტრი რძე;


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმოვანი ბგერა წყალში უფრო დიდი სიჩქარით ვრცელდება, ვიდრე ჰაერში;


ნახევარი კილო ყავის საწარმოებლად, საჭიროა 11 ათასი ლიტრი წყალი;


ერთი გაზეთისთვის საჭირო ქაღალდის საწარმოებლად, საჭიროა 300 ლიტრი წყალი;


მსოფლიოში მოხმარებული წყლის 70% მოდის სოფლის მეურნეობაზე, მრეწველობაზე მოდის მხოლოდ 22%;


წყლის 18 ლიტრიანი ჭურჭელი იწონის 20 კგ-ს;


ორგანიზმში წყლის რაოდენობის 2%-ით შემცირება, 20%-ით ამცირებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას;


გველს წყალში კბენა არ შეუძლია;


წყალს გააჩნია მეხსიერება. მას შეუძლია დაიმახსოვროს, შეინახოს და გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია წყალი რეაგირებს მის ირგვლივ მყოფი ადამიანების აზრებსა და ემოციებზე, აგრეთვე მოვლენებზე, რომელიც ხდება საზოგადოებაში. ინფორმაციის დაგროვების შედეგად წყლის კრისტალები იცვლის ფორმას - ლამაზდება თუ ინფორმაცია კეთილმოსურნე და დადებითია და პირიქით - მახინჯდება და ირღვევა მისი ფორმა, თუ ინფორმაცია ნეგატიური, შეურაცხმყოფელი და უარყოფითია.


ყველა ბეგემოტი წყლის ქვეშ იბადება;


საყოფაცხოვრებო ღრუბელს შეუძლია შეიწოვოს უფრო მეტი ცივი წყალი, ვიდრე ცხელი;


წყალი უამრავი დაავადების გადამტანია, რის გამოც ყოველწლიურად იღუპება დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი;


წყლის აორთქლების დროს გამოყოფილი სითბო, ყველაზე მეტია სხვა სითხეების აორთქლებით გამოყოფილ სითბოსთან შედარებით, ხოლო წყლის კრისტალიზაციის სითბო, ამ თვისებით ჩამორჩება მხოლოდ ამიაკს;


მსოფლიოში, მილიარდი (და კიდევ უფრო მეტი) ადამიანისთვის, არ არის ხელმისაწვდომი სუფთა წყალი. ამის გამო მათ უწევთ სასმელად უხარისხო წყლის გამოყენება;


ადამიანები, რომლებიც სვამენ დღის განმავლობაში 6-7 ჭიქა წყალს, რამდენადმე ამცირებენ გულის შეტევის რისკს;


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წყალმა შეიძლება შეაჩეროს მთელი რიგი სერიოზული დაავადებები. ადამიანები, რომლებიც სვამდნენ დღის განმავლობაში არანაკლებ 1, 5-2 ლიტრ წყალს, 50%-ით ამცირებდნენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და შარდის ბუშტის კიბოს რისკს, აგრეთვე მცირდება სარძევე ჯირკვლების ანთების რისკი ქალებში;


დაბინძურებული მიწისქვეშა წყლების გაწმენდას სჭირდება ათასწლეულები;


წყლის იზოტოპიური ნაირსახეობა 135-ზე მეტია. „ცოცხლი“ და „მკვდარი“ წყლების გარდა არსებობს „მძიმე“,


ადამიანის ორგანიზმის ქსოვილები, ასაკთან ერთად კარგავენ წყალს. მეძუძურ ბავშვებში წყლის შემცველობა 80-85% -ია, ზრდასრულ ადამიანებში 75%, ხოლო მოხუცებში 65-70%;


ოკეანის წყლების ლურჯი ფერი, აიხსნება წყალში სინათლის შერჩევითი შთანთქმითა და განაწილებით;


წყალი, სხვადასხვა მდგომარეობაში შუქს ირეკლავს სხვადასხვაგვარად, მაგალითად: თოვლი ირეკლავს მზის სხივების დაახლოებით 85%-ს, ხოლო წყალი მხოლოდ 5%-ს;


წყალი გამჭვირვალეა მხოლოდ ხილული სხივებისთვის და ძლიერ შთანთქავს ინფრაწითელ რადიაციას;


ოკეანე შეადგენს დედამიწის ზედაპირის ¾-ს, ამასთან იგი კლიმატის მძლავრი შემარბილებელია, რადგან რეგულარულად ათბობს ქვედა ატმოსფერულ შრეს;


ზღვის წყალი საკმაოდ კვებითი სუბსტანციაა. 1 კუბური სანტიმეტრი ასეთი წყალი შეიცავს 1, 5 გრ. ცილას და სხვა ნივთიერებებს. მეცნიერები თვლიან, რომ მხოლოდ ერთი - ატლანტიკური ოკეანის კვებითი ღირებულება 20 000 -ჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში მთელს დედამიწაზე (ხმელეთზე) აღებული მოსავალი;


ბუნებაში არსებობს - საშიში წყალიც. მაგალითად: სიცილიაში, ერთ-ერთ ტბაში, რომელსაც „სიკვდილის ტბას“ ეძახიან არის წყალქვეშა მჟავის საბადო, რომელიც წამლავს წყალს მთელს წყალსაცავში. ხოლო აზრებაიჯანში არსებობს წყალი, რომელიც შეიცავს ბევრ მეთანს, რის გამოც წყალს შეიძლება ცეცხლიც კი წაეკიდოს, თუ მასთან ასანთს მიიტანთ;


თუ ადამიანები პირად და საქონლის საკვებად გამოიყენებდნენ ზღვებისა და ოკეანეების მცენარეულ რესურსებს, საკვები საკმარისი იქნებოდა 290 მილიარდი ადამიანისთვის;


წყალი მუხტავს საკვებს ენერგიით, რის შემდეგაც საკვების ნაწილაკები ამ ენერგიას გადასცემენ მთელს ორგანიზმს. დამტკიცებულია, რომ საკვებს, წყლის გარეშე არ გააჩნია არავითარი ენერგეტიკული ღირებულება ადამიანის ორგანიზმისთვის;


სპეციალისტების მტკიცებით, 2 ჭიქა სუფთა წყალს შეუძლია გადალახოს დაღლილობა და დეპრესია;


კოფეინის და ალკოჰოლის მოხმარება, იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვანებას, ამიტომ ყოველი ფინჯანი ყავისა და პორცია ალკოჰლის მოხმარების შემდეგ, საჭიროა დამატებით ერთი ჭიქა წყლის მიღება;


წყალი წყალგაყვანილობის მილში შეიძლება გაიყინოს +20 გრადუს ტემპერატურაზეც კი, მხოლოდ ერთი პირობით, თუ იგი შეიცავს ბევრ მეთანს. ამ გაზის მოლეკულები იწვევს წყლის წნევის შემცირებას და გაყინვის ტემპერატურის მომატებას;


წყლის ორთქლებული მოლეკულა, ჰაერში იმყოფება დაახლოებით 10 დღე, ვიდრე დაუბრუნდება დედამიწას ნალექის სახით და ხელახლა გაიმეორებს ციკლს;


ჰიდროლოგიური ციკლი (წყლის წრებრუნვა) მთელს პლანეტაზე გამოიმუშავებს იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე მთელი კაცობრიობა მისი არსებობის მანძილზე. 20 წუთის განმავლობაში ერთ ძლიერ წვიმასა და ჭექა-ქუხილს შეუძლია დედამიწაზე დაღვაროს 125 მილიონი ლიტრი წყალი;


მარილიანი წყალი იყინება მინუს 1, 8ºС და დნება პლიუს 2, 3ºС ტემპერატურაზე;


ერთადერთი სულიერი, რომელსაც შეუძლია წყალზე სირბილი, არის ქვეწარმავალი (ერთგვარი ხვლიკი) ბასილისკო;


კენიის დედაქალაქ ნაირობში, წყალი ღირს 10-ჯერ ძვირი, ვიდრე ნიუ იორკში;


წყალი აუცილებელია ზედმეტი წონის დასაგდებად. დიეტის დროს აუცილებელია არანაკლებ 2 ლიტრი წყლის დალევა, რათა მან გამოდევნოს ორგანიზმიდან შლაკები;


საშუალოდ, ადამიანი დღე-ღამეში მოიხმარს 80-100 ლიტრ წყალს, აქედან 74% - აბაზანა-ტუალეტზე, 21% - რეცხვაზე და 5 % სამზარეულოზე (შედარებისთვის: შუასაუკუნეებში ადამიანი დღე-ღამეში მოიხმარდა 5 ლიტრ წყალს).

0
1602
1-ს მოსწონს
ავტორი:ანოუკი კვარაცხელია
ანოუკი კვარაცხელია
1602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0