სხვა როგორ მზადდება განუმეორებელი ვარიები კენტუკიდან და როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ KFC-ის სამზარეულოში 2018, 7 თებერვალი, 0:24 KFC-პირველი ამერიკული სწრაფი კვების ქსელია, რომელიც გაფართოვდა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. KFC-ში ამზადებენ 11 საიდუმლო რეცეპტისაგან დამზადებულ შემწვარ ქათამს, რაც სავაჭრო საიდუმლოებას წარმოადგენს.
საქართველოში KFC 5 რესტორნით არის წარმოდგენილი და ქართველ მომხმარებელს უკვე ს/ც “გალერია თბილისშიც“ შეუძლია დააგემოვნოს KFC-ის უგემრიელესი პროდუქტები, ასევე, მომხმარებლის სურვილისამებრ, შესაძლებელია ექსკურსიის მოწყობა, რესტორნის სამზარეულოში, რათა გაეცნოთ თუ, როგორ მზადდება თქვენი საყვარელი შემწვარი ქათამი. ინტერმედიას ავტორებიც ვიყავით ამ პატარა ექსკურსიაზე და შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ KFC არის ადგილი, სადაც დაცული და უპირველესია სისუფთავე; ნაწარმი მზადდება მთელი გულისყურით, იგი უსაფრთხო და ჯანსაღია. დათვალიერების დროს ზუსტად გავიარეთ ის პროცედურა, რასაც აკეთებენ KFC-ის თანამშრომლები. პირველ რიგში შევიმოსეთ სათანადოდ და ჩავიტარეთ დეზინფექცია-დავიბანეთ ხელები საპნითა და ცხელი წყლით, კარგად გამშრალების შემდეგ წავისვით სპეციალური ხსნარი-ასეთი პროცედურის ჩატარება თანამშრომლებს დღეში დაახლოებით 50-ჯერ მაინც უწევთ: რესტორნის დირექტორმა ლადო რამიშვილმა დაწვრილებით აღგვიწერა თუ როგორ მზადდება ნაწარმი, რამდენ გრადუსზეა საჭირო პროდუქციის გაჩერება, რომლის სიზუსტის დაცვა აუცილებელია და დღეში ოთხჯერ მაინც მოწმდება. რესტორანს აქვს სამი მაცივარი საიდანაც ნაჭრები მიაქვთ სამზარეულოში შესაწვავად. თუ მომხმარებელმა გადაიფიქრა დამზადებული პროდუქციის შეძენა, ამ შემთხვევაში მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეუძლიათ მათი გაყიდვა, შემდეგ კი-ჩამოწერენ. ჭურჭელი სამ ონკანში ირეცხება და შესაბამისად, გადის სამ სადენზიფექციო პროცედურას. მათთვის უპირველესია მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ჯანმრთელობა. ჩვენმა ავტორმა ლიკა დეკანოიძემ შეძლო KFC პროდუქციის დამზადება, რამაც მეტად გაახალისა და საინტერესო გახადა ჩვენი საღამო: დასასრულს, დავაგემოვნეთ სხვადასხვა სახის KFC-ის პროდუქტი და ვისაუბრეთ მისი შექმნის ისტორიაზე-საიდუმლო რეცეპტები მზადდება ამერიკაში სამ საწარმოში, ხუთი ინგრედიენტი ერთში, ხუთი-მეორეში, ხოლო მესამეში ხდება მათი შეზავება და დამატებით ერთი საიდუმლო ინგრედიენტის შერევა. საქართველოში პროდუქცია მოწმდება ხარისხის ლაბორატორიაში, მხოლოდ ამის შემდეგ შედის რესტორნებში. ამ პატარა მოგზაურობამ დაამსხვრია წარმოდგენა სწრაფი კვების ობიექტების შესახებ-გავრცელებული აზრი ასეთია-"რა ვიცით რას ვჭამთ?" "ნეტა როგორ ამზადებენ?" "გემრიელი კია, მაგრამ არაჯანსაღი"-თუ გინდათ თქვენს კითხვებს გაეცეს პასუხი, მაშინ იმოგზაურეთ KFC სამყაროში, გაიგეთ მეტი მის შესახებ, გაერთეთ, დააგემოვნეთ თქვენი საყვარელი პროდუქტი, ამის გაკეთება ყველას შეუძლია, მთავარი მხოლოდ სურვილია. ახლა შემოგთავაზებთ ერთ-ერთი ავტორის შთაბეჭდილებას ამ სტუმრობის შესახებ: "მომეწონა მათი მუშაობის პრინციპი, მომსახურების ხარისხი, პროდუქციის ხარისხზე ზრუნვა; სწორი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ და ის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალეა რესტორნის მუშაობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის"- ლიკა დეკანოიძე 601 10-ს მოსწონს
|