ასტროლოგია გამოძიების ფედერალური ბიუროს სტატისტიკა (FBI) არ ტყუის : აი, რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე საშიში! 2018, 7 თებერვალი, 8:06 როგორია ალბათობა იმისა, რომ ერთ დღეს თქვენ ვინმეს მოკლავთ?
თუ თქვენ ხანდახან ვინმეს მოკვლის სურვილი გიპყრობთ, ალბათ უპრიანია ექიმთან მიღებაზე ჩაეწეროთ, წერს Lifter, ახდენს რა Rebel Circus-ს ციტირებას. შესაძლოა აქ თავს იჩენს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ზეგავლენა. მოდით ვნახოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნებია უფრო მიდრეკილი დანაშაულებრივი ზრახვების მიმართ! ყურადღება! თუ თქვენ სერიოზულად გრძნობთ, რომ ცოტაც და აფეთქდებით, გთხოვთ, დასახმარებლად მიმართეთ ვინმეს. არ ატაროთ თქვენში ასეთი გრძნობები.
როგორ დამშვიდდეთ? თუ თქვენი ყურებიდან უკვე „ორთქლი“ იწყებს გამოსვლას, შეჩერდით. ღრმად ამოისუნთქეთ. დაფიქრდით, სანამ ლაპარაკს დაიწყებთ. მოდუნდით. გადით ჰაერზე და ღრმად ისუნთქეთ. როდესაც დამშვიდდებით, გულახდილად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე.
მრისხანება ძალიან მავნებელია წნევისთვის, სხეულისთვის და გონებისთვის. 12. კირჩხიბი
თუ თქვენ კირჩხიბი ხართ _ სავარაუდოდ, სერიული მკვლელი არ გახდებით. ზედმეტად კარგი და კეთილი ხართ.
კირჩხიბები ძალიან ამაყობენ თავიანთი უნარით, უთანაგრძნონ სხვებს. მიიყვანო კირჩხიბი მკვლელობამდე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ისინი ძალიან კეთილმოსურნენი არიან და საერთოდ არ აქვთ მიდრეკილება არაპროგნოზირებადი და ფეთქებადი საქციელისადმი. 11. თევზები თევზებიდან - სერიული მკვლელი ვერ გამოვა. ზედმეტად შემოქმედებითი პიროვნებები ხართ. როდესაც თქვენ მოგეჭარბებათ გრძნობები (თუნდაც ცუდი, თუნდაც კარგი ), მათთვის შემოქმედებითი ხასითის გამოსავალს პოულობთ. ამიტომ, მკვლელობის ნაცვლად პირდაპირი გაგებით - მომაკვდინებლად ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშს ქმნით. 10. სასწორი ნაკლებად სავარაუდოა რომ თქვენ თავი ვერ შეიკავოთ. ამისთვის თქვენ ძალიან კარგად განვითარებული თავდაჭერის უნარი გაქვთ. არ საუბრობთ დაუფიქრებლად და არ ექცევით წამიერი იმპულსების ზეგავლენის ქვეშ. თუნდაც გზა გადაგიჭრან, არ გამოხვალთ მდგომარეობიდან. შესაძლოა, დააფიქსიროთ მოძალადე და შურისძიების რთული გეგმაც შეიმუშაოთ, მაგრამ ეს იქნება ყველაფერი წინასწარ გააზრებული.
9. კურო არასოდეს შეცდებით. თქვენ ზედმეტად ანალიტიკური გონება გაქვთ. გიყვართ ყველაფერში ბოლომდე გარკვევა იმისთვის, რომ შემდეგ აირჩიოთ ყველაზე ეფექტური მიდგომა. გამორიცხული არ არის, რომ ოდესმე ვინმეს თავიდან მოშორება მოგიწიოთ, მაგრამ ამ ამოცანას თქვენ კარგად აწონ-დაწონით და ისე მოიქცევით. 8. თხის რქა თქვენ ზედმეტად ჭკვიანი ხართ იმისთვის, რომ უეცრად აფეთქდეთ და ვინმე მოკლათ. თქვენ არ გაქვთ ასეთი ჩავარდნები. ინტრიგის ხლართვა _ სხვა საქმეა; მარტივად შეგიძლიათ გაანადგუროთ ადამიანი ისე, რომ ვერავინ თქვენზე ეჭვს ვერ მოიტანს, მაგრამ დასაწყისისთვის დაწვრილებით დაგეგმავთ ყველაფერს. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავთ თავის კონტროლს.
7. ლომი დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია. თვითონაც იცით საკუთარი ფეთქებადი ხასიათი. თქვენი ხასითის გათვალისწინებისას, ძალიან უგუნური უნდა იყო, თქვენი მოთმინება რომ გამოსცადო. და თუ ვინმემ მაინც გაბედა ....რას ვიზანთ, დამნაშავე თავადაა.
6. მშვილდოსანი ო დიახ, თქვენ სავსებით შეგიძლიათ აფეთქდეთ და ცუდ ხასიათზე მყოფს ვინმე ხელთ მოგყვეთ. ატანა არ გაქვთ უხეშობის და თვალს არასოდეს დახუჭავთ მასზე.
ამასთანავე, მშვენივრად შეგიძლიათ რთული სიტუაციებიდან თავის დაძვრენა. ასე რომ, თუ დაგიჭირეს, თქვენი გონების წყალობით, მალევე გამოძვრებით. 5. ქალწული ზოგადად თქვენ საკმაოდ გაწონასწორებული ხართ, მაგრამ თქვენც ხანდახან რაღაც გჭირთ. არ გიყვართ იმპულსური ქმედებები, მაგრამ თუ გადაწყვიტეთ, რომ სხვა გზა არ გაქვთ, დაუფიქრებლად მიიტათ პირველ დარტყმას. 4. მერწყული თუ თქვენ ცხელ გულზე ხელთ ვინმე მოგყვათ, მხოლოდ მისი თანაგრძნობა შეგვიძლია. თქვენ ჭეშმარიტად ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გვერდით ყოფნა ყოველთვის საინტერესოა, თქვენი პიროვნების ბნელი მხარე უკვალოდ დიდხანს არ იკარგება. 3. ვერძი თქვენ ერთმნიშვნელოვნად აფეთქდებით, თუ ვინმემ გაგაღიზიანათ. გაქვთ მძიმე ხასიათი სისხლისმოყვარე ნოტებით. დაიცავით დისტანცია. 2. მორიელი მორიელი _ სწორედი ის ზოდიაქოს ნიშანა, რომელთანაც ხუმრობა არ შეიძლება. თუ ვინმე გზად გადაგეღობათ, ეს მისი დასასრულია. თქვენთვის ეს თავისთავად ხდება: მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებთ 1. ტყუპები მოგებული ხართ, ტყუპებო! ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის თქვენ ყველაზე მეტი ალბათობა გაქვთ აფეთქდეთ და მოაწყოთ სისხლიანი სასაკლაო. შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცევით და როდესაც ბრაზობთ, თავის შეკავება არ შეგიძლიათ. შესაძლოა თქვენ ფარდულის უკან უკვე გყავთ კიდეც ვინმე დამარხული . იქნებ, ექიმს მიმართოთ ტყუპებო? ფოტო:Panther Media/Scanpix გაუზიარეთ ეს ჰოროსკოპი მეგობრებს და ზედმეტად სერიოზულადაც ნუ მიიღებთ ყველაფერს! იხილეთ ასევე: 1. სიმართლეა თუ სიცრუე? გრძნობენ თუ არა ცხოველები მიწისძვრის მოახლოებას ?
2. თუ გეღვიძებათ ღამის 3 სთ-დან დილის 5 სთ-მდე – მაღალ ძალებს სურთ თქვენთან დაკავშირება
3. დრო არ არსებობს - ამტკიცებენ ფიზიკოსები 520 10-ს მოსწონს
|