x
image
კატო ემხვარი
როგორ გავხდეთ უფრო მიმზიდველები?
"სისულელე პრობლემა არ არის, თუ შენ იცი როგორ გამოიყენო სილამაზე." - მონიკა ბელუჩი


როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ლამაზად? როგორ გავხდეთ უფრო მიმზიდველები?

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:


1. დაივიწყეთ "ძნელად მოსაპოვენელი" სტატუსი!


კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებისა და ქალების უმეტესობას ურჩევნიათ პარტნიორი, რომელიც კარგად გამოხატავს საკუთარ ემოციებს, დამოკიდებულებებს, არ არის საკუთარ თავში ჩაკეტილი, ან ამაყი და ზედმეტად თავდაჯერებული. იყავით უფრო აქტიურები და კომუნიკაბელურები.

image


2. ხშირად ატარეთ წითელი ფერი!

კვლევებით დადგენილია, რომ ქალი, რომელიც ატარებს წითელი ფერის ტანისამოს, ან ტუჩსაცხს, უფრო მიმზიდველია მამაკაცისთვის. მხოლოდ ზედმეტი "გადაწითლება" არ მოიტანს სასურველ შედეგს.

image


3. არ იყოთ დანბეული!

იყავით უფრო მეტად თავდაჯერებული, დააფასეთ საკუთარი თავი, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და ცოდნის. მერწმუნეთ, თქვენს თავდაჯერებულობას სხვებიც აუცილებლად შენიშნავენ და ეს მათ თვალში უფრო მიმზიდველს გაგხდით!

image


4. მოუარეთ თავს!

იყავით მეტად მოდურები, ატარეთ ლამაზი ტანისამოსი; ისეთი, რომელიც უსვამს ხაზს თქვენს ღირსებებს; ყურადღება მიაქციეთ სხეულის ფორმებსა და მასას.

image



5. ნაკლები მაკიაჟი!

კვლევებით დადგენიალია, რომ მაკიაჟი, რომელიც ბუნებრივად გამოიყურება, უფრო მეტ ყურადღებასაც იმსახურებს და არც ზიზღს იწვევს გარშემო მყოფებში.

image

6. იყავით დამოუკიდებელი!

გქონდეთ საკუთარი სტილის შეგრძნება, საკუთარი საქმე და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული სხვებზე!

image


7. იყავით კეთილი!

გქონდეს კეთილი გული - ეს უფრო მიმზიდველს გხდის გარშემომყოფების თვალში.

image


8. იყოლიეთ ძაღლი!

მამაკაცების 35%-ისათვის ქალი უფრო მიმზიდველია, თუ მას ჰყავს ძაღლი.

image


9. შეიცვალეთ ხმის ტემბრი საუბრისას!

ადამიანებში უფრო მეტ დადებით ემოციებს აღძრავთ და უფრო მეტად მიმზიდველები გახდებით მათთვის, თუ საუბრისას ხშირად შეცვლით ხმის ტემბრს, მაგალითად, ემოციის გამოხატვისას. მონოტონური საუბარი მხოლოდ უარყოფითის მომტანია.

image


10. გაიღიმეთ ხშირად!

ხშირად გაღიმება საუკეთესო ვარიანტია ყურადღების მისაპყრობად და თქვენი მიმზიდველობის ხაზგასასმელად. თქვენი მომღიმარი სახის შემყურენი უფრო დადებითად განეწყობიან თქვენ მიმართ.

image


0
152
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0