x
image
ზურა7
"რუსეთს და ქართულ ოცნებას ერთი და იგივე რუპორი ახმოვანებს საქართველოში - ტელეკომპანია იმედი" ნიკა გვარამიას განცხადება

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამ სტატუსს აქვეყნებს, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად :

"რ2ისგან განსხვავებით, ამ, ერთდროულად რუსული ნარატივის და ქოცური ხელისუფლების მთავარ დასაყრდენ არხს საქართველოში, არასდროს გამოუცხადებია სოლიდარობა რადიო თავისუფლებისთვის, როცა ის მართლა დაჩაგრა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. სამაგიეროდ, ახლა სოლიდარულია ამერიკელების მიერ უსახურობისთვის და წარუმატებლობისთვის, ფეესბეშნიკი ბაბიცკის დანიშვნისთვის, ღიად ქოცური პოლიტიკური ხაზის გამტარებელი თამარ ჩიქოვანისა და ია ანთაძისთვის ეთერის დათმობისთვის გათავუსუფლებული მენეჯმენტის. სოლიდარულია ქართული ოცნების სურვილის, ეს უნიჭო ქოცები იყვნენ კვლავ რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიუროს მმართველები. რაც მთავარია, სოლიდარულია ამერიკის წინააღმდეგ.
ვფიქრობ, გასაგები გახდა ყველაფერი: ყველა კვანძი გაიხსნა და ყველა ფაზლი დალაგდა. დროა მკაფიოდ ითქვას: რუსეთს და ქართულ ოცნებას ერთი და იგივე რუპორი ახმოვანებს საქართველოში - ტელეკომპანია იმედი."


image

image


0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0