x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138357
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512020
Top 3 ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი
image

საქართველოში არ გვყავს ბევრი წარმატებული საერთაშორისო ტოპ-მოდელი. თუმცა, ბოლო პერიოდში ქართველი მოდელები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებიც დაინტერესდნენ მათით.

გაგაცნოთ, ამ დროისთვის საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე წარმატებულ ქართველ მოდელებს:

თაკო ნაცვლიშვილი - ყველასათვის კარგად ნაცნობი 19 წლის ქართველი მოდელი. ის მოდელ ნინა ცქიტიშვილის და კალათბურთელ ვახო ნაცვლიშვილის უფროსი ქალიშვილია. დაიბადა 1998 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში.

თაკო დედამისის სააგენტოს Look models managment-ს შეუერთდა. 2014 წელს პირველად გაემგზავრა იაპონიაში რამდენიმე თვით. ამავე წელს გააფორმა worldwide კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტოსთან NEXT. მას შემდეგ გამოსულია ისეთი ბრენდების ჩვენებებზეე, როგორებიცაა: Dior, versace, zuhair murad, elie saab, armani, Dolce & Gabbana, Ralph & Russo და სხვა. იყო armani-ს სარეკლამო კამპანიის სახე. 2-ჯერ გავიდა victoria's secret-ის ქასთინგზე, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, უშედეგოდ. ამჟამად ცხოვრობს ნიუ-იორკში.

სიმაღლე - 180 სმ. წონა - 56 კგ. პარამეტრები: 82-59-86 სმ, თმის და თვალის ფერი - ყავისფერი.

image

თათია ახალაია - 22 წლის ქართველი მოდელი. დაიბადა 1995 წლის 3 ნოემბერს, თბილისში. Elite Model Look Georgia 2015 -ის გამარჯვებულია და საქართველო მსოფლიო ფინალზე წარადგინა. თბილისში ის სააგენტო IC model managment-ის წევრია. კონტრაქტი აქვს შემდეგ სააგენტოებთან: storm model managment - ლონდონში, special - მილანში, Marilyn agency - ნიუ-იორკსა და პარიზში, modelwerk - გერმანიაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული პარიზის და მილანის მოდის კვირეულზე. გამოსულია ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Miu miu, Hermes, roberto cavalli, Emilio pucci და სხვა. ასევე Jason wu-ს შოუ-რუმში ნიუ-იორკის კვირეულის ფარგლებში. ცხოვრობს თბილისში. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სიმაღლე - 180 სმ, პარამეტრები: 82-59-89. თმის ფერი - შავი, თვალის ფერი - ყავისფერი.

image

მარიშა ურუშაძე - 20 წლის ქართველი მოდელი ლანჩხუთში დაიბადა. 14 წლის ასაკში პირველად მივიდა სამოდელო სააგენტო Look models managment-ში, 1 წლის შემდეგ პირველად გაემგზავრა პარიზში. 2016 წელს მან კონტრაქტი გააფორმა სააგენტო NEXT MILAN-თან, მოგვიანებით კი ლოს-ანჯელესში Hollywood Model Management-ს შეუერთდა. მას შემდეგ თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდებთნ, როგორებიცაა, მაგალითად GUCCI, DIESEL, CHLOE. გამოსულია ისეთი ბრენდების ჩვენებეზე, როგორებიცაა: GUCCI, LEMARINE, ULYANA SERGEENKO. 2017 წლის სექტემბერში ის გახდა GUCCI-ს ექსკლუზივი მილანში, მოხვდა ამ ბრენდის კატალოგში და გადაიღეს ss 2018-ის კამპანიაში. სამოდელო საქმიანობის პარალელურად სწავლობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სიმაღლე - 179 სმ, პარამეტრები: 80-60-87. თმის ფერი - ყავისფერი, თვალის ფერი - ცისფერი.

image

0
374
5-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0