საბუნებისმეტყველო პალეონტოლოგია - გადაშენებული ცხოველი ზიგოფისეტერი 2018, 3 თებერვალი, 2:47 სახელი: ზიგოფისეტერი (Zygophyseter) კლასიფიკაცია: ქორდიანი, ძუძუმწოვარი სახეობა: ვეშაპისებრი, ფისეტეროიდი კვების ტიპი: ხორციმჭამელი ზომა: 7 მეტრის სიგრძის ცნობილი საბინადრო: იტალიის გარშემო წყლები არსებობის პერიოდი: მიოცენური - 23 - 5.3 მილიონი წლის წინ აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: თითქმის სრული ჩონჩხი. ეს მკვლელი ვეშაპი გავრცელებული იყო პარატეთისის ზღვაში, რომელიც მოიცავს დღევანდელ ხმელთაშუა, შავ, კასპიის და არალის ზღვებს. მის განამარხებულ სხეულზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს ორგანო, რომელიც აძლევდა ამ ძლიერ მონადირე ვეშაპს ექოლოკაციის შესაძლებლობასაც. ეს არის ზიგოფისეტერის ზომის შედარება 1.80 სმ. ადამიანის ზომასთან. დღევანდელი ვეშაპებისგან განსხვავებით მას მჭრელი კბილები ჰქონდა როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბებზე. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 54 2-ს მოსწონს
|