ფოტოგრაფია ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა 2018, 3 თებერვალი, 1:43 ფოტოგრაფიის ისტორიაში არსებობს უამრავი ისეთი ფოტო, რომელმაც აღბეჭდეს ისეთი კადრები, რომლებმაც შემდგომ მსოფლიოს ყველა კუთხე მოიარა და უმრავლესობა, ვინც ისინი ნახა შეაძრწუნა სანახაობამ. ეს სურათები იქცა ფოტოგრაფიის საუკეთესო, სანიმუშო შედევრებად და აღიარება მოუტანა გადამღებთ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა თვითმკვლელობითაც კი დაასრულა, მაგალითად კევინ კარტერმა, რომელმაც გადაიღო სწორედ ის სურათი, რომელიც ამ სტატიას აქვს დართული მთავარ ფოტოდ. ის ოთხ ფოტოჟურნალისტთან ერთად მუშაობდა აფრიკაში შიმშილობის პერიოდში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. ამ სურათმა მას მოუტანა კიდეც მსოფლიო აღიარება. მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს თუ რატომ არ დაეხმარა გოგონას, მან უაპსუხა: "ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარება" -ო. ამის გამო ის მთელმა მსოფლიომ გააკრიტიკა და მიუხედავად წარმატებული ფოტოკარიერისა 33 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ყოველ აქ წარმოდგენილ სურათს აქვს ამგვარივე საინტერესო და ბევრს ტრაგიკული ისტორიაც. ასე რომ, გადაავლეთ თვალი. ვფიქრობ ბევრი მათგანი სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში: ავტორი: თორნიკე ფხალაძე 350 5-ს მოსწონს
|