სასტუმრო Ritz Paris ცნობილი ადამიანების საყვარელი ადგილი გახლავთ. მისი გლამურული და მომხიბვლელი ნომრები იზიდავს მაღალ საზოგადოებას. პარიზის მოდის კვირეულის მიმდინარეობისას სასტუმროს მრავალი ცნობილი ადამიანი სტუმრობს. წლევანდელი კვირეულის განმავლობაში სასტუმრო ფოტოსტუდად გადაიქცა. სასტუმროს ფეშენებელურ ნომრებში ჩატარდა კეიტ მოსის ფოტოსესია. მოდელი ცნობილი დიზაინერების Haute Couture სამოსში პოზირებდა. ფოტოგრაფი გახლდათ Tim Walker.