x
განვითარების ფსიქოპათოლოგიის შეფასება
image

განვითარების დარღვევების დიაგნოსტიკაში ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ბავშვთა პრობლემებისა და შესაძლებლობების შეფასება. შეფასების პროცედურის დროს ხდება დარღვევის ტიპის განსაზღვრა, ბავშვის ინდივიდური პრობლემის იდენტიფიკაცია, ინტერვენციის (ჩარევის) შერჩევა და შედეგების განჭვრეტა.

იმის მიხედვით, თუ ვისთან ურთიერთობს, ბავშვის ქცევა იცვლება სიტუაციურად. ამიტომ, შეფასებისათვის მხოლოდ ერთი პროცედურის გამოყენება არ იქნება მართებული; ბავშვის შეფასებისას ასევე მიზანშეუწონელია ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს გამოყენება. ინფორმაციის მიღება მეტად მნიშვნელოვანია იმ პირებისგან, ვინც სხვადასხვა სიტუაციაში და პირობებში ურთიერთობს ბავშვთან. ამავე დროს, აუცილებელია, შეფასების, როგორც მრავალგანზომილებიანი სისტემის განსაზღვრა, რომლის მიზანია სხვადასხვა სფეროში და პირობებში ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიკაცია. ასეთი მრავალმხრივი შეფასება საშუალებას იძლევა დავინახოთ თუ ინტერვენციის როგორი სახეა საჭირო მოცემულ კონტექსტში. ერთსა და იმავე ბავშვთან ინტერვენციის ტიპის შერჩევა კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ბ. აშენბახი ბავშვის დამაკმაყოფილებელი შეფასების მიზნით გამოყოფს 5 განზომილებას. თითოეული განზომილების ფარგლებში გამოიყენება შესაბამისი ინსტრუმენტები. აღსანიშნავია, რომ განვითარების სხვადასხვა პერიოდისათვის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის.

მრავალგანზომილებიანი შეფასების მოდელი გულისხმობს: მშობლის ანგარიშს, მასწავლებლის ანგარიშს, კოგნიტურ შეფასებას, ფიზიკურ შეფასებასა და უშუალოდ ბავშვზე დაკვირვებას.ბავშვის შეფასების მიზანია მისი სირთულეებისა თუ პოტენციური შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და დახმარების სტრატეგიის განსაზღვრა. რაიმე სისტემის მიხედვით იდენტიფიკაციის ნებისმიერი ფორმა სხვადასხვა მდგომარეობის, კერძოდ, სახელდების, კატეგორიზაციის და კლასიფიკაციის ერთმანეთისაგან განსხვავებას ეფუძნება. ბავშვის მდგომარეობის იდენტიფიკაცია და მისი სხვა ბავშვის მდგომარეობისაგან განსხვავება შეუძლებელია კლასიფიკაციის გარეშე. კლასიფიკაცია კი მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზეა შესაძლებელი და მოიცავს ტაქსონომიას, რაც მდგომარეობათა შორის ინტერნალურ~ მსგავსებებს გულისხმობს.
განვითარების დარღვევების დიაგნოსტიკაში ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ბავშვთა პრობლემებისა და შესაძლებლობების შეფასება. შეფასების პროცედურის დროს ხდება დარღვევის ტიპის განსაზღვრა, ბავშვის ინდივიდური პრობლემის იდენტიფიკაცია, ინტერვენციის (ჩარევის) შერჩევა და შედეგების განჭვრეტა.


იმის მიხედვით, თუ ვისთან ურთიერთობს, ბავშვის ქცევა იცვლება სიტუაციურად. ამიტომ, შეფასებისათვის მხოლოდ ერთი პროცედურის გამოყენება არ იქნება მართებული; ბავშვის შეფასებისას ასევე მიზანშეუწონელია ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს გამოყენება. ინფორმაციის მიღება მეტად მნიშვნელოვანია იმ პირებისგან, ვინც სხვადასხვა სიტუაციაში და პირობებში ურთიერთობს ბავშვთან. ამავე დროს, აუცილებელია, შეფასების, როგორც მრავალგანზომილებიანი სისტემის განსაზღვრა, რომლის მიზანია სხვადასხვა სფეროში და პირობებში ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიკაცია. ასეთი მრავალმხრივი შეფასება საშუალებას იძლევა დავინახოთ თუ ინტერვენციის როგორი სახეა საჭირო მოცემულ კონტექსტში. ერთსა და იმავე ბავშვთან ინტერვენციის ტიპის შერჩევა კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ბ. აშენბახი ბავშვის დამაკმაყოფილებელი შეფასების მიზნით გამოყოფს 5 განზომილებას. თითოეული განზომილების ფარგლებში გამოიყენება შესაბამისი ინსტრუმენტები. აღსანიშნავია, რომ განვითარების სხვადასხვა პერიოდისათვის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის.


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0