სხვა რატომ ყიდიდნენ ინგლისში ცოლებს? ამბები, რომლებიც გაგაოგნებთ 2018, 1 თებერვალი, 17:00 ისტორია განვითარების ყოველგვარი პროცესია, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობა.
ისტორია არის ხალხის, საზოგადოებისა და ცივილიზაციების მემკვიდრეობის შესწავლა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან "ιστορία" - ჰისტორია, ”ვინმეს გამოკითხვათა აღწერა, მოთხრობა”. 1911 წლის ენციკლოპედია ბრიტანიკაში ისტორია შემდეგნაირად იყო განსაზღვრული: ”ისტორია ვრცელი გაგებით არის ყველაფერი რაც მოხდა, არა მხოლოდ ყველაფერი რაც ადამიანის ცხოვრების ფენომენს შეეხება, არამედ ისიც რაც ბუნებაში მსოფლიოს გადახდა. ეს არის ყველაფერი რაც განიცდის ცვლილებას; და როგორც თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა **არაფერია აბსოლუტურად სტატიკური, შესაბამისად, მთელ სამყაროს, და მის ყოველ ნაწილს, აქვს საკუთარი ისტორია.” XIX–ე საუკუნის დიდი ბრიტანეთი, როგორც ჩანს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა კონკრეტული უჩვეულობა იქაც იყო. ინგლისელი მამაკაცები ყიდიდნენ თავიანთ ცოლებს. (ნახატის ავტორი ტომას როულენდსონი, ცოლის გაყიდვის პროცესი, 1812–1814 წლები) აღნიშნულ ფოტოზე მოცემულია კასტენბრიჯის მერის ტომას ჰარდის ცოლის გაყიდვის შემთხვევა, რის შემდეგაც მერი სინანულმა მოიცვა, სინდისის ქენჯნამ დაასნეულა და მალევე გარდაიცვალა. ცოლების გაყიდვის თითოეული პროცესი გამოიყურებოდა სტანდარტულად. ისინი ქმრებს კისერზე გამობმული თოკით მიყავდათ გასაყიდად და ყიდულობდა ის, ვინც მეტს გადაიხდიდა. (ფოტოზე ასახულია 1820 წელს ცოლის გაყიდვის კიდევ ერთი ფაქტი) იმ დროისათვის, გაზეთებში გაშუქებული ამბებიდან მრავლად იყო ცოლების გაყიდვის შემთხვევები. ყველაზე პირველი შემთხვევა კი 1733 წლით თარიღდება. ჩანაწერების მიხედვით სამუელ უაითჰაუსმა საკუთარი ცოლი მერი უაითჰაუსი ერთ ფუნტ სტერლინგად მიყიდა ტომას გრიფიტს. სხვა შემთხვევის დროს კი, ქალის გამო, რომლის გაყიდვა ერთი პენიდან დაიწყო, ფერმერებმა იჩხუბეს, ბოლოს შეთანხმდნენ და საბოლოოდ ის ხუთ შილინგსა და ექვს პენად გაიყიდა. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ხშირად ცოლებს ორმხრივი შეთანხმებით ყიდიდნენ ქმრები მათ საყვარლებზე. საყვარელი, რომელიც ძვირს გადაიხდიდა, ქმარი თანხმა იყო ცოლი მიეყიდა მისთვის. ცოლების გაყიდვა 1780–1850 წლებში მიმდინარეობდა და პროცედურაში სულ ცოტა 300 დასკვნითი შემთხვევაა მოცემული. ეს კი განპირობებული იყო 1753 წელს მიღებული აქტით, სადაც ქორწინება დაკანონდა. იმ დრომდე ქორწინება არ იყო რეგისტრირებული. ქალები სრულიად ექვემდებარებოდნენ ქმრებს კანონის თანახმად და ვინაიდან განქორწინება იყო რთული და ძვირიანი პროცედურა, ქმრები, რომელთაც ცოლები ბეზრდებოდათ, ყიდიდნენ. ხელისუფლებამ არ დაამტკიცა ცოლების გაყიდვა კანონით, თუმცა პროცედურებზე მაინც ხუჭავდნენ თვალს. (ფოტოზე ინგლისელი დიდგვაროვანი სმიდფილდის ბაზარზე აპირებს გაყიდოს ცოლი) იხილეთ აგრეთვე: ● რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ? ● როგორ ეწირებოდნენ სილამაზეს წარსულში ● ვარცხნილობა "აპარსული ზოლის" საშინელი ისტორია ● რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადა ● მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთ ● საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ! ● სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა დღემდე არავინ იცის ● მათ რაღაც იციან! "სიმპსონების" წინასწარმეტყველებამ, რომლებიც მართლა ახდა, მსოფლიო გააოგნა ● კატასტროფული სექს–ექსპედიცია. როგორ გაჩნდა სიფილისი ევროპაში და როგორ გადაატრიალა მან ისტორია +16 ● ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორია ● როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელს ● როგორ იხსნა ლიმონათმა პარიზი ჭირისგან ● დედამ 4 შვილი გაყიდა- ამბავი ფოტოს შესახებ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა ● როდის და როგორ მოხდა სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია- ის, რაც აქამდე არ იცოდით +11 ● პირველი შავკანიანი მოსწავლე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია ● ქალი, რომელიც სამი გემის- "ოლიმპიკი", "ტიტანიკი" და "ბრიტანიკი"-ს ტრაგიკულ კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა ● ავღანელი გოგო, რომელმაც მსოფლიო თვალებით მოხიბლა- ვინ არის და რას საქმიანობს დღეს? 2153 20-ს მოსწონს
|