სხვა რატომ აქვს ადამიანის ნაწილს ამობურცული, ნაწილს კი ჩაღრმავებული ჭიპი? ის, რაც აქამდე არ იცოდით! 2018, 1 თებერვალი, 8:13 ჭიპი (ლათ. umbilicus) ჭიპლარის მოვარდნის შემდეგ დარჩენილი ნაწიბურია, რომელიც რჩება სხეულზე ჩაღრმავების ან ამონაბურცის სახით და ადამიანის გარდა გააჩნია ყველა პლაცენტიან ძუძუმწოვარს.
ადამიანთა 90%–ს ჩაღრმავებული ჭიპის ფორმა აქვს, დანარჩენ 10%–ს კი ამობურცული, ზედაპირზე ამოწეული ფორმის. ზუსტი მიზეზი არ შეიძლება განისაზღვროს, თუ რა განაპირობებს ჭიპის ფორმირებას, მაგრამ არსებობს გარკვეული თეორიები, რომელთა საშუალებითაც გვექნება წარმოდგენა ამის მიზეზზე. ჭიპი, ადამიანის სხეულზე პირველი ნაწიბურია. ვიცით, რომ პლაცენტა სწორედ ჭიპით არის დედის ჭიპს მიზრდილი, საიდანაც საზრდოობს, თუმცა ამ ქვეყნად დაბადების შემდეგ ის საჭირო აღარ არის, მოჭრის შემდეგ კი ხმება და ხორცდება გარკვეულ ფორმებად. ერთი თეორიის თანახმად ჩაღრმავებული ჭიპის ფორმა არის სრულიად ნორმალური, ხოლო ამობურცული კი გენეტიკური დარღვევის შედეგი. რა თქმა უნდა, არ არსებობს ამ თეორიის მეცნიერული მტკიცებულება და გადაწყვეტით ვერ ვიტყვით რომელია ნორმა და რომელი დარღვევა. მეორე თეორიის თანახმად კი მისი ფორმირება ექიმების მუშაობის შედეგია და ნორმა ჩაღრმავებული ფორმაა, ამობურცულზე კი შეიძლება ქირურგიული ჩარევის შედეგად გადაიჭრას პრობლემა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს თიაქრის პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში მართლაც თიაქარია, თუმცა ზოგჯერ, არა! საერთო და მიღებული ვერსიის თანახმად ჭიპის ფორმას განსაზღვრავს კანქვეშა ქსოვილის ფორმირება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ეს თქვენი სხეულის უნარია, რომელიც არც ნორმიდან გადახვევაა და არც ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანი. იხილეთ აგრეთვე: ● ჭიპში ჩაიდეთ ბამბა და მომხდარი ნამდვილად გაგაოცებთ ● რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"? ● სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება 919 14-ს მოსწონს
|