x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512104
7 თავდაცვის ტექნიკა ქალებისთვის - ის, რაც ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს!
image

ვიქტორ ლიალკომ, საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა, დაწერა წიგნი, რომელშიც დეტალურად აღწერს ყველაზე ეფექტურ თავდაცვის ხერხებს ქალებისთვის. ამ ტექნიკის გამოყენება ნებისმეირს შეუძლია, თუ თავს დაესხმებიან ან ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რომელშიც სხვა გზა არ ექნებათ, ძალადობის გარდა.


სტატიაში გთავაზობთ ყველაზე მარტივ და ეფქტურ თავდაცვის ხერხებს სხვადასხვა სიტუაციისთვის.





1. პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილები:

image



მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძლიერია ოპონენტი, თუ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილები გეცოდინებათ.

შეგიძლიათ, სხვა ნაწილებშიც შეუტიოთ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ წერტილებში დარტყმა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია.



2. ყველაზე მარტივი და ეფექტური მოძრაობები:

ერთ-ერთი საუკეთესო მოძრაობა თავდამსხმელის "დასამარცხებლად" მისთვის მაჯის გადაგრეხა და თითების გადამტვრევაა. გააკეთეთ ეს ისე, როგორც ქვედა ფოტოზეა ნაჩვენები.

ხოლო თუ ამას ვერ ახერხებთ, მუშტით ან თითებით დაარტით ოპონენტს ლავიწებს შორის ან, როგორც ეძახიან, ადამის ვაშლის ადგილას.

image



ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე წერტილი მამაკაცებისთვის, რა თქმა უნდა, საზარდულია. თუ ამის საშუალება მოგეცემათ, დაარტყით თავდამსხმელს ამ ადგილას, ეს მას პარალიზებულს გახდის და საკმარისი დროც გექნებათ გასაქცევად.

image



3. თუ წინიდან გიტევენ:

თუ წინიდან გიტევენ და ხელებს მაღლა ვერ წევთ, გააკეთეთ შემდეგი: გაწიეთ ხელები წინ და შეკარით მუშტები მენჯის წინ. ეს ცოტაოდენ სივრცეს მოგცემთ თქვენსა და თავდამსხმელს შორის, შემდეგ კი შეუტიეთ ოპონენტს შუბლით, ეს მას ცოტათი უკან დახევს და საშუალება მოგეცემათ, უკვე მუხლი დაარტყათ საზარდულის არეში.

image



თუ საკმარისი ადგილია თქვენსა და თავდამსხმელს შორის, თავის დაცვა ხელისგულებითაც შეგიძლიათ. მარცხენა ხელი წინ გასწიეთ მისი მარჯვენა ხელის დასაჭერად და მარჯვენა ხელით დაარტყით ნიკაპსა და ცხვირში. ასევე, არ დაგავიწყდეთ მუხლის საზარდულში ჩარტყმა. თავდამსხმელს ორიენტაცია დაეკარგება და კარგა ხნით მოძრაობას ვეღარ შეძლებს.

image



4. როგორ უნდა გაითავისუფლოთ ხელები:

თქვენ ადვილად შეძლებთ ხელების გათავისუფლებას, თუ გემახსოვრებათ "ცერის კანონი". მიაბრუნეთ მკლავი თავდამსხმელის ცერისკენ (როგორც 1-2 ფოტოზეა).

თუ ის ხელს მჭიდროდ გიჭერთ, მოაბრუნეთ მაჯა ცერისკენ, როცა მკლავი შემტევის მკლავის ქვევით გექნებათ, სცადეთ ხელის აწევა მთელი ძალით (როგორც ქვედა, 1-2-3 ფოტოებზეა).

image



5. თუ უკნიდან გიტევენ:

თავდამსხმელები ხშირად უკნიდან მოდიან, რადგან დაიჭირონ მსხვერპლის ხერები, რომ მათი მოძრაობა ვეღარ შეძლოს თავდასხმის ობიექტმა.

თავი რომ გაითავისუფლოთ, სცადეთ, უკან გადაიხაროთ და თავი დაარტყათ ოპონენტს. თუ ამით მას ვერაფერს დაუშავებთ, არაუშავს. თავის დარტყმის "მისია" ისაა რომ შემტევს ერთი ფეხი წინ წამოაწევინოს.

როცა ის ფეხს წამოწევს, სწრაფად უნდა დაიხაროთ, ხელი სტაცოთ მის მუხლს და მთელი ძალით მოქაჩოთ. თავდამსხმელი ბალანსს დაკარგავს და წაიქცევა (როგორც ქვედა სურათზეა ნაჩვენები).

image




6. თუ გვერდიდან გიტევენ:

ყველა სახის საბრძოლო ხელოვნებაში "იდაყვის დარტყმა" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმაა. სწორედ ის უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ გვერდიდან გიტევენ.

რკალისებური მოძრაობით ჩაარტყით იდაყვი თავდამსხმელს საფეთქელში, ყბაში ან ცხვირში. ამის შემდეგ, ის რამდენიმე ნაბიჯით უკან წაბორძიკდება. მერე კი დაარტყით მუცელში ან გულ-მკერდში. იდაყვის დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ ოპონენტზე იმოქმედებს.

image



7. თუ კედელზე ხართ მიყუდებული:

ხშირად ხდება, რომ შემტევი მსხვერპლის კედელთან მოქცევას ცდილობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, გახსოვდეთ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილები და დაარტყათ მათგან რომელიმე წერტილში, სიტუაციიდან გამომდინარე.



თუ თავდამსხმელს ორივე ხელი აწეული აქვს, მაშინ იღლიაში უნდა დაარტყათ.

თუ ერთი ხელი დაბლა აქვს დაშვებული, მაშინ გულ-მკერდში, ნიკაპში ან ყბაში ჩარტყმის შანსიც გაქვთ.

⌛ მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნიკა თავის დარტმაა. ცოტათი ჩაიკუზეთ, რომ ოპონენტზე დაბლა იყოთ. შემდეგ კი ახტით და თავი ყბაში ჩაარტყით. ეს ხერხი თავდამსხმელს დააბნევს და გაქცევის შანსს მოგცემთ.

image



ვიმედოვნებთ, რომ ეს მოძრაობები არასდროს დაგჭირდებათ, მაგრამ თუ მაინც ჩავარდებით ცუდ სიტუაციაში, გახსოვდეთ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილები!




–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება

2. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

3. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

.

1
2624
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2624
  
2019, 7 თებერვალი, 16:24
ეგ საზარდული არაა
0 1 1