x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139044
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ღალატობდა თუ არა ევა ბრაუნი ჰიტლერს?

image

ადოლფ ჰიტლერმა ევა ბრაუნი 40 წლის ასაკში გაიცნო. ამ დროისთვის, უკვე ცნობილი პოლიტიკოსი 19 წლის საყვარელთან, ანჯელა რაუბალთან ერთად ცხოვრობდა. ეს კავშირი ცხოვრებას ურთულებდა ნაცისტების ლიდერს. ანჯელა ოფიციალურად მოსამსახურედ ჰყავდა გაფორმებული და თავად ეს ფაქტიც კი დისკომფორტს უქმნიდა, სწორედ ამ დროს გაიცნო გაზეთის რედაქციაში მდივნად მომუშავე ევა. ანჯელასთან კავშირი კი მოულოდნელად დასრულდა. 1931 წელს მან თავი მოიკლა.



საინტერესოა, რომ ცნობილია ევას და ფიურერის პირველი ღამის თარიღი - 1932 წლის 6 თებერვალი. თავდაპირველად გოგონა შეძრწუნებული იყო ფიურერის სპეციფიკური სექსუალური გემოვნებით, თუმცა რჩეულთა შორის მოხვედრამ ყველაფერი დაავიწყა.


მათ ურთიერთობაში კრიზისი 1935 წლიდან დაიწყო, როდესაც ადოლფმა ევას ცოლად მოყვანაზე უარი უთხრა. ევამ რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა და რომ არა ექიმები, დაიღუპებოდა. მას მძიმე დეპრესია დაეწყო. იყო თუ არა უყურადღებობით გათანგული ევა ფიურერის ერთგული? სავარაუდოდ, არა. ცნობილია, რომ ქალს კავშირი ჰქონდა ობერგრუპენფიურერ ოტტო ჰერმან ფეგელიანთან. შემდგომში, ევასთან ახლოს ყოფნის სურვილის გამო, ოტტომ მისი დაც კი შეირთო ცოლად.



დღეს, უკვე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ ნაცისტური გერმანიის დამხობამდე რამდენიმე დღით ადრე, ოტტომ სცადა ფიურერის ბუნკერიდან ევას გამოყვანა, მაგრამ ევამ უარით უპასუხა. ოტტოს კი, ფიურერის დავალებით უკვე უთვალთვალებდნენ და რამდენიმე საათში დახვრიტეს კიდეც.


ოტტოს მცდელობა ევას წაყვანისა თავიდანვე განწირული იყო, ვინაიდან სიკვდილამდე 15 საათით ადრე ფიურერმა ევა ცოლად შეირთო. ბრაუნი ამ დღეს მთელი ცხოვრება ელოდა. წყვილმა ჯვარი ბუნკერში დაიწერა. ამბობდნენ, რომ ამ დროს ჟღერდა ევას საყვარელი სიმღერა „წითელი ვარდები“. პატარძალს შავი კაბა ეცვა, რომელიც ფიურერს ძალიან უყვარდა. ჯვრისწერის შემდეგ, ევამ მოსამსახურეებს თავისი ტანსაცმელი და სამკაული დაურიგა და რამდენიმე საათში საწამლავი დალია. ახალდაქორწინებულებმა თავი მოიკლეს.

0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0