x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
იღბლიანი ადამიანები: თავის ქალიდან 15 სანტიმეტრიანი შურუპი ამოუღეს და... გადარჩა!

15 სანტიმეტრიანი შურუპი
ამერიკელ ბიჭუნას იღბალი ჰქონია, ის გადარჩა მიუხედავათ იმისა, რომ 15 სანტიმეტრიანმა შურუპმა თავის ქალა გაუხვრიტა.

13 წლის დარიუს ფორმანი ძმებს ხეზე სახლის მშენებლობაში ეხმარებოდა, როდესაც ჩამოვარდა და თავზე დიდი ფიცარი დაეცა. ფიცარში გრძელი შურუპი იყო გაყრილი, რომელიც ბიჭუნას თავში შეერჭო. როგორც გაირკვა, შურუპის ბასრი წვერი კიდევ ერთი მილიმეტრით ღრმად რომ შესობილიყო, ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

მიუხედავათ ტრამვისა ბავშვი სრულ გონებაზე იყო, ფეხზე ადგა და ეგეონა რომ თმაში რაღაც გაეხლართა. ახლობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ აქ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი, გრძელი ფიცარი სასწრაფო დახმარების მანქანაში ვერ ეტეოდა, საბოლოოდ ბავშვი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი პოლიციელთა ვერტმფრენით ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩამოვარდნიდან 7 საათში ექიმებმა შურუპი ამოიღეს და დარიუსს აჩუქეს, როგორ „სუვენირი“.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0