x
image
კატო ემხვარი
რა გამოარჩევს მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს?!
image

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანის ხასიათზე, თვისებებზე და, ხშირ შემთხვევაში, მთელ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩვენი ზოდიაქო, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვართ დაბადებული.


რა გამოარჩევს მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს?

მორიელი - ეს არის სიყვარულის და სიკვდილის ნიშანი, რომლებიც გამოირჩევიან თავისი ამტანობით, პრინციპულობით და დიდ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. მათი ინდივიდუალურობა გასაოცარია. არ აინტერესებთ საზოგადოების აზრი და დამოკიდებულებები. ის ადვილად ამყარებს ადამიანებთან კონტაქტს და ადვილადვე აღწევს მათ გულში. ისინი შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან.



image

მორიელი ქალი შრომისმოყვარეა, შესანიშნავი კულინარი და ძალიან დაკვირვებულია, ამაყი, თავშეკავებული და აქტიურია. ის ზედმეტად ეჭვიანია, მაგრამ არ უყვარს, როდესაც მასზე ეჭვიანობენ. მორიელი ქალი თითქოს ერთი შეხედვით ცნობს მომავალ რჩეულს და ნელ-ნელა, მიზანმიმართულად იპყრობს მის გულს. მორიელი ქალი ვნებიანი და საოცრად სექსუალურია.



მორიელი მამაკაცი საზოგადოებაში უკარებას როლს თამაშობს, უგრძნობი და უყურადღებოა, მკაცრი და უხეშია. თუმცა პირად ურთიერთიერთობებში საკმაოდ ყურადღებიანია, მოსიყვარულე, ძლიერ უყვარს თავისი რჩეული.


image

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან საუკეთესო ქირურგები, მეზღვაურები, მექანიკოსები, საოპერო ან საესტრადო მომღერლები. მაღალი ინტელექტის მქონეები შეიძლება ფილოსოფოსებიც კი გახდნენ.

1
589
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
589
  
2018, 31 იანვარი, 16:12
რა კარგი ვყოფილვარ ^–^
0 1 1