x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
გაქვთ თუ არა დეტექტიური უნარები? შეამოწმეთ
ალბათ, ყველა ჩვენგანს გვიყვარს დეტექტიური ამბები, სადაც დაძაბულ ვითარებაში გამომძიებელი დამნაშავეს პოულობს. იმაზეც გვიოცნებია ბავშვობაში, რომ თავად დაგვეჭირა კრიმინალი.

ახლა საშუალება გაქვთ, შეამოწმოთ, რამდენად გაქვთ დეტექტიური უნარები.

გთავაზობთ 3 თავსატეხს:


1. სულელი მკვლელი

დეტექტივი ექიმს ესაუბრებოდა მოსაცდელ ოთახში, როცა შეშფოთებული კაცი ყვირილით შემოვარდა: "ვიღაცამ ჩემს ცოლს ესროლა"!


დეტექტივმა კაცს სთხოვა, რომ ყველაფერი მოეყოლა მისთვის. კაცმა, მისტერ კლარკმა თქვა, რომ სამსახურში იყო, როცა მოახლემ დაურეკა და უთხრა, რომ მის ცოლს რაღაც ცუდი შეემთხვა და ინტენსიური მოვლის განყოფილებაში გადაიყვანეს. კაცი კი მაშინვე საავადმყოფოში წამოვიდა.

როცა მისტერ კლარკმა ამბის თხრობა დაასრულა, დეტექტივმა ის დააკავა მკვლელობის ბრალდებით.

რატომ?

image

პასუხი

image

image




2. რომანტიკული მოგზაურობა

მისტერ და მისის კლაიდები მთებში სამოგზაუროდ წავიდნენ. ორი დღის შემდეგ მისტერ კლაიდი მარტო დაბრუნდა სახლში და პოლიციას განუცხადა, რომ მისი ცოლი მთიდან დაეშვა და გარდაიცვალა.

მომდევნო დღეს დეტექტივმა მისტერ კლაიდი ცოლის მკვლელობისთვის დააკავა. ქმარმა დანაშაული აღიარა და ჰკითხა დეტექტივს, როგორ გაიგო სიმართლე. მან უპასუხა, რომ, უბრალოდ, ტურისტულ სააგენტოში დარეკა.

რა უთხრეს დეტექტივს ტურისტულ სააგენტოში?

image


პასუხი

image

image




3. მეგობრული მკვლელი

მერი და ბენი 4 მეგობართან ერთად ცხოვრობდნენ. ერთ დღეს, ბენი სახლში დაბრუნდა და დივანზე მკვდარი მერი დაინახა. მან პოლიცია გამოიძახა.

დეტექტივი მიხვდა, რომ მერი დიდი ხნის წინ არ იყო მოკლული. მან დაკითხა წყვილის ოთხივე მეგობარი.

*მია სამზარეულოში იყო. მან თქვა, რომ სახლში 2 საათის წინ დაბრუნდა და სამზარეულოში შევიდა.

*ჯონი წიგნს კითხულობდა ბაღში. მან თქვა, რომ მთელი დღე სხვაგან არსად გასულა.

*ჯენიფერმა თქვა, რომ სამი საათის განმავლობაში საცურაო აუზში ცურავდა.

*ჯეინი თავის ოთახში ხატავდა.

დეტექტივმა ოთხივეს სთხოვა, ეჩვენებინათ ხელები. რომელმაც მოატყუა, მკვლელიც ის აღმოჩნდა.

როგორ აღმოაჩინა დეტექტივმა მკვლელი?

image


პასუხი

imageimage



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

2. მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს

3. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ

4. 14 საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ

5. ფრთხილად! ინტერნეტ სივრცეში ყველაფერი სხვაგვარად ჩანს

6. 5 თავსატეხი, რომელთა ამოხსხნა მხოლოდ ნამდვილ დეტექტივებს შეუძლიათ

7. 7 დამაბნეველი ამოცანა

8. 15 მეცნიერული ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

.

1
519
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
519
  
2018, 26 იანვარი, 16:07
მე-2 და მე-3 გამოვიცანი :)))
0 1 1