ლებისი _ მიწისქვეშა დასახლებაა, რომელიც ადრე თავშესაფრად გამოიყენებოდა. ეს მიწისქვეშა სოფელი მდებარეობს სამცხე -ჯავახეთში ყველასათვის ცნობილი ვარძიიდან 15 კმ-ის დაშორებით. მაგრამ თუ ვარძია, ვანის მღვიმეები, უფლისციხე _ კლდეებსი გამოკვეთლი გამოქვაბულების კომპლექსებია, ლებისი _ სახელდობრ მიწისქვეშა კომპლექსია.

მიწისქვეშა სოფელში შესასვლელი
ეს არ არის ქალაქი _ ეს მცირე ზომის მიწისქვეშა სოფელია.
დღესდღეობით დამთვალიერებლებისთვის ლაბირინთული გადასასვლელებით შეერთებული რამდენიმე დარბაზია გახსნილი.
შესვლა უფასოა _ მდელოზე უნდა მოძებნოთ დიდი წითელი სახურავი.
ადგილი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ უდავოა, ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას.
არ დაგავიწყდეთ ფანრები და აუცილებლად გაემგზავრეთ.ძალიან შთამბეჭდავია ერთერთ დარბაზში ქვის კარები, რომელსაც საკიდის მარყუჟებიც კი ქვისგან ქონდა გამოკვეთილი.

კედლის ფრაგმენტი და ქვის კარები
ვარძიამდე შესანიშნავი მოასფალტებული გზა არის. ლებისამდე მისასვლელი გზა კი შემდეგ რთულდება.
სამაგიეროდ თქვენ გელოდებათ საოცარი და მოხიბვლელი პეიზაჟები .








ვარძიის ხედი ლებისის გზიდან...







იხილეთ ასევე:
1. რა არ უყვართ უცხოელებს საქართველოში!
2. თბილისის სექს-ტურიზმით აღფრთოვანებული მოსკოველი ჟურნალისტი (ქალბატონი)
3. სამაჩაბლო ( სამხრეთ ოსეთი ) რუსეთის „დახმარებამდე“ და შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)