სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც უყვართ კლასიკური მუსიკა 2018, 25 იანვარი, 21:12 ფიქრობთ, შეუძლებელია კლასიკური მუსიკის და ფეხბურთის ერთმანეთში არევა? სულაც არა! მოდით, ვნახოთ ფეხბურთელები, რომლებიც გიჟდებიან კლასიკურ მუსიკაზე.
დევიდ ბექჰემი და ბეთჰოვენი
![]() ლიონელ მესი უკრავს ფორტეპიანოზე ![]() ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეული არგენტინელი არამარტო ფეხბურთშია მოხერხებული, არამედ ფორტეპიანოზე დაკვრაშიც. მან შეასრულა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ფორტეპიანოზე. პოლ შარნერი, როგორც მოცარტის გულშემატკივარი ![]() როცა ფეხბურთიდან წასული ავსტრიელი პოლ შარნერი თმას არ იღებავს უცნაურ ფერებში, ის საუბრობს იმაზე, თუ როგორი ფართო მუსიკალური გემოვნება აქვს . ის უსმენს ყველაფერს დაწყებული ირლანდიული როკ ჯგუფ U2-თი, დამთავრებული ავსტრიელი მოცარტით. მისი აზრით, მოცარტი მართლაც გენიოსია და აოცებს ის, თუ როგორაა შესაძლებელი ბევრი ინსტრუმენტის თავმოყრა ერთ ნაწარმოებში. ტონი ადამსი და ფორტეპიანოს სიყვარული ![]() არსენალის ყოფილი მცველი ტონი ადამსი, კლასიკურ მუსიკას იყენებდა იმისთვის, რომ ალკოჰოლის ზემოქმედებისგან გათავისუფლებულიყო 90-იან წლებში. სპორტული მეცნიერების ხარისხის მიღებასთან ერთად, ადამსმა დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა. მას თან მიჰქონდა ხოლმე პორტატული კლავიატურა იმ შემთხვევაში, თუ თამაში უცხოეთში ჰქონდა. ნოლბერტო სოლანო და საყვირი ![]() ნოლბერტომ თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ინგლისის პრემიერთა ლიგაში, ასევე მას ნათამაშები აქვს პერუსთვის 95-ჯერ...მაგრამ, როცა არ თამაშობს, ის უკრავს. ნობი პროფესიონალი მესაყვირეა და საკუთარი სალსას ბენდიც კი შექმნა. 34 4-ს მოსწონს
|