მსოფლიო კორეელი ქალის გამო გერმანიის ყოფილი კანცლერი სამხრეთ კორეაში საცხოვრებლად გადადის 2018, 25 იანვარი, 16:49 გერჰარფ შრედერი გერმანიაში ცხოვრებას კორეას თუ არჩევდა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქალის სიყვარულის გამო, ის საცხოვრებლად სამხრეთ კორეაში გადადის. გერმანიის ექს-კანცლერმა გადაწყვიტა ცოლად 48 წლის კორეელი ქალბატონი შეირთოს, რომელიც ორი წლის წინ მისი თარჯიმანი იყო. 73 წლის შრედერი ამჟამად რუსული კონცერნი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა და აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ახალი ქორწინება მისთვის მეხუთეა და როგორც კანცლერი აცხადებს, მას უკანასკნელი, ყველაზე დიდი სიყვარული ეწვია, თუმცა დასძინა, რომ რომანი კიმ სო ენთან მეოთხე ცოლთან განშორების მიზეზი არ ყოფილა. ეკატერინე ასათიანი 90 შეფასება არ არის
|