x
როგორ დავაყენოთ ევროპული სტილის თეთრი მშრალი ღვინო

image

თეთრი მშრალი (ევროპული სტილის) ღვინის მისაღებად, აუცილებელია ყურძნის მინიმალური შაქრიანობა 18% შეადგენდეს. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად საჭიროა, ყურძნის დაწურვის შედეგად მიღებული ტკბილი 24 საათის განმავლობაში დასაწდომ ვერტიკალურ ცისტერნაში დაყოვნდეს, რათა მოხდეს ტკბილში შეწონილი სხვადსხვა მყარი ნაწილაკების, მტვრისა და არასასურველი მიკროორგანიზმების დალექვა.

თეთრი მშრალი ღვინის მისაღებად სასურველია ალკოჰოლური დუღილი წარიმართოს 12-14°C-ზე, ამ დროს არ ხდება არომატული ნივთიერებების ჭარბი რაოდენობით ამოქროლვა და ღვინო სურნელოვანი მიიღება.

მძაფრი დუღილი დაახლოებით 5-6 დღე გრძელდება, რის შემდეგაც მოდის წყნარი დუღილის პერიოდი, როდესაც ნახშირორჟანგი დიდი რაოდენობით აღარ გამოიყოფა. მნიშნელოვანია სადუღარი ჭურჭლის ყოველ 2-3 დღეში შევსება. ალკოჰოლური დუღილის დასრულებისთანავე (დაახ. 1, 5-2 კვირა დუღილის დაწყებიდან) ხდება ღვინის ლექიდან მოხსნა სულფიტაციით და შენახვა 15°C პირობებში; ამ დროისთვის ღვინო უკვე მზად არის მოხმარებისთვის.

განაგრძეთ კითხვა

0
167
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0