ასტროლოგია რას ვერ იტანს მერწყული? 2018, 24 იანვარი, 16:31
20 იანვარს მზე მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მერწყულების ჰეგემონიის პერიოდი დაიწყო.
ამ სტატიაში გაგაცნობთ რას ვერ იტანენ მერწყულები და რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად თვის მთავარ "გმირებს" :
ორგულობას – ერთი მეგობარი მყავდა და მოკვდა. არა თავად ის კი ცოცხალია, უბრალოდ მეგობარი მოკვდა. თავისუფლების შეზღუდვას - ნუ იქნები ბარიერი ჩემს გზაზე, სულერთია გადაგახტები ან შემოგივლი, მაგრამ ჩემსას მაინც გავიტან. რუტინას – მოწყენილობა ყველა ჩემს მიერ ჩადენილ სისულელეს ამართლებს. საკუთარი ნაკლოვანებების შეხსენებას – თქვენზე უკეთ ვიცი ჩემი ცოდვების ქრონოლოგია-ანთოლოგია. მტვერს და ბეწვეულს – მერწყულების უმეტესობა ალერგეტიკია, ნუ დაპატიჟებთ მას დაულაგებელ სახლში ან სოფელში ბებიასთან, მატყლის ჩეჩვის პროცესზე დასასწრებად. ძალდატანებას – თქვენ მე ვერასდროს, ვერაფერს მაიძულებთ.. მოვინდომებ მაშინ, როცა თავად მომბეზრდება ამ მდგომარეობაში ყოფნა. მევალეებს – ფულს არც ვასესხებ, არც ვისესხებ. ვალების ცეცხლივით მეშინია! უბოდიშოდ გაღვიძებას – გივი ! ჩვენ ვართ გივი! - თუ გინდათ ღია ფანჯრიდან გამოფრენილი ნივთი მოგხვდეთ თავში, ჩაატარეთ ოპერაცია კოდური სახელწოდებით „გივი“ . კონსერვატორებს – ყველა და ყველაფერი, რაც ნოვაციას ეწინააღმდეგება ჩემი ( და არამარტო ჩემი, ასევე კაცობრიობის) მტერია. ადამიანებს რომელთაც არ სწამთ უცხოპლანეტელების – თუ მაინც და მაინც შენი სახლის თავზე ჩამომჯდარი მფრინავი თეფში არ გინახავს, ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი საერთოდ არ არსებობს ბუნებაში! ასევე დაგაინტერესებთ: 1. ვექტორული წყვილები - ანუ ვისი ბატონი ხართ და ვის ემორჩილებით 2. ახასიათებს თქვენს ურთიერთობას ეს 5 ნიშანი? მაშინ დროა ის შეწყვიტოთ! 3. 5 ნიშანი, რომ თქვენ იდეალური ქმარი გყავთ 314 3-ს მოსწონს
|