სისხლის სამართალი პოლიციამ ამერიკაში დავით კანდელაკის მკვლელი დააკავა 2018, 24 იანვარი, 10:49
როგორც ცნობილია, 18 იანვარს 31 წლის საქართველოს მოქალაქე, დავიდ კანდელაკი და 30 წლის ჯოშუა რაისი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები აღმოაჩინეს ამ უკანასკნელის ბინაში. გამომძიებელი აღნიშნავს, რომ ერნანდესს ადრე რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა რაისთან. ეჭვმიტანილს ლუისვილის პოლიცია ტეხასელი რეინჯერების, პატრულის და ფაიეტის ოლქის შერიფის დახმარებით ჩაუდგა კვალში, უახლოეს ხანში მას ლუისვილში გადმოიყვანენ. სამართალადამცავების განცხადებით, საქმეში სხვა ბრალდებული არ იკვეთება. 505 9-ს მოსწონს
|