x
image
ნათია ბურდიაშვილი
იაპონელთა სამზარეულოს თავისებურება

imageიაპონური კულინარიის თავისებურება და ტრადიციულობა ვლინდება ჭურჭლის ფორმებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებაში.მაგალითად, აუცილებელია მრგვალი ფორმის საკვების კვადრატულ, ან სწორკუთხოვან ჭურჭელში მოთავსება და პირიქით, კვადრატულათ დაჭრილი ხორცის ნაჭრეებს იაპონელები მხოლოდ მრგვალ თეფშზე ათავსებენ.
როცა იაპონელები 20-ე საუკუნის დასაწყისში პირველად ეწვივნენ ევროპას, ჭურჭლის სტანდარტულმა, მრგვალმა ფორმამ ისინი ლამის შოკში ჩააგდო:image“ღმერთო, დიდებულო, იქ ყველა თეფში მრგვალია!"-აღშფოთებულები უყვებოდნენ თანამემამულეებს ევროპული საოცრების შესახებ.
იაპონელის სამზარეულოში ნებისმიერი ფორმის თეფშის ნახვა შეგიძლიათ.ერთმანეთის გვერდით აწყვია ექვსკუთხა, ნახვრად მრგვალი, მარაოსა და ფოთლის ფორმის თეფშები, რაც შეეხება ნიჟარის ფორმის ჭურჭელს, მათ მხოლოდ იაპონიაში შეხვდებით.
image

5
57
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ბურდიაშვილი
ნათია ბურდიაშვილი
57
  
0 1 5