სისხლის სამართალი გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა 2018, 23 იანვარი, 15:15 ![]() მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე „ბახალა“ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლის განმარტებით, გიირგანაშვილს სასჯელის მინიმალური ვადა განუსაზღვრა. გიორგი გიორგანაშვილი 2016 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისთვის წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. წლების წინ გიორგი გიორგანაშვილი საზოგადოებამ პირველი არხის სატელევიზიო შოუ „იმღერე რამე“-ს წამყვანის ამპლუაში გაიცნო. პოპულარულ მუსიკალურ შოუს სატელევიზიო სტუდია „აუდიენცია“ ამზადებდა. 114 2-ს მოსწონს
|