სისხლის სამართალი კათოლიკე მღვდელი,რომელმაც არანაკლებ 10 ადამიანი მოკლა,მათ შორის საკუთარი დედაც 2018, 23 იანვარი, 12:21 ![]() ივო პოპე(ivo poppe), რომელიც პარალელურად მედძმად მუშაობდა ბრალდებულია იმაში, რომ ინექციის საშუალებით ვენაში უშვებდა ჰაერს, რის შემდეგაც ვითარდებდა სისხლძარღვების სანათურის დახშობა და ადამიანი იღუპებოდა. ბრალდება ამტკიცებს, რომ ყველა მკვლელობა მენენის კლინიკაში განხორციელდა“სადაც პოპე მედძმად მუშობდა, შემდეგ კი პასტორად განაგრძო მოღვაწეობა. თვითონ ბრალდებული თავის საქციელს ევთანაზიას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ გზით იგი მძიმე ავადმყოფებს და მოხუცებს "შვებას და თანაგრძნობას" უწევდა. ბელგიურმა პრესამ მღვდელთმსახურს უკვე უწოდა მეტსახელი "სიკვდილის დიაკვანი" თუ მას ბრალდების ყველა პუნქტი დაუმტკიცდება, იგი იქნება ყველაზე მასიური სერიული მკვლელი ბელგიის ისტორიაში. ![]() შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში იტალიაში დააკავეს მედძმა, რომელიც ანალოგიურად, ვენაში ჰაერის შეშვებით მოკლა 50 პაციენტი. 134 7-ს მოსწონს
|