x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
პირველი სუპერკონტინენტი - ნუნა იგივე კოლუმბია
სუპერკონტინენტი ნუნა


გეოლოგებმა, რომლებიც ერთმანეთს ადარებდნენ სხვადასხვა კონტინენტების ამგებ ქანებს, აღმოაჩინეს, რომ ავსტალიის კონტინენტი 1.7 მილიარდი წლის წინ უერთიანდებოდა ჩრდილოეთ ამერიკას. კერძოდ კვინსლენდის რეგიონში, ჩრდილოეთ ავსტრალიაში, არის ქალაქი ჯორჯთაუნი, რომლის ამგები ქანები უიშვიათესია ავსტრალიისთვის და მოიპოვება ჩრდილო ამერიკაში, დღევანდელ კანადაში. შემდგომმა კვლევებმა დაადგინა, რომ დღევანდელი ჯორჯთაუნის მიწა გამოეყო ჩრდილოეთ ამერიკას 1.7 მილიარდი წლის წინ და ამ გამოყოფიდან 100 მილიონი წლის შემდეგ - 1.6 მილიარდი წლის წინ შეუერთდა ავსტრალიის კონტინენტს, სადაც ახლა მთა "ისა" მდებარეობს. ეს იყო კრიტიკული პერიოდი გეოლოგიური ისტორიისა, როდესაც მიმდინარეობდა კონტინენტების გადაწყობა იმგვარად, რომ დაეშალათ პირველი სუპერკონტინენტი "ნუნა", რომელიც ჩამოყალიბდა 2.1 მილიარდი წლის წინ და ჩამოყალიბებიდან 500 მილიონი წლის შემდეგ - 1.6 მილიარდი წლის წინ კვლავ დაიშალა. სწორედ ამ დაშლის შემდგომ შერჩა ავსტრალიას ზემოთხსენებული ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილი, რომელზეც ახლა ქალაქი ჯორჯთაუნია გაშენებული.


სურათზე ნაჩვენებია უკვე დაშლილი სუპერკონტინენტი ნუნა იგივე კოლუმბია. ასე გამოიყურებოდა დედამიწა 1.6 მილიარდი წლის წინ.


კოლუმბია. ნუნა. დედამიწა 1.6 მილიარდი წლის წინ








ავტორი: თორნიკე ფხალაძე






0
228
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0