თავის მოვლა ეს უნდა იცოდეთ! რისგან უნდა დაიცვათ თმა 2018, 21 იანვარი, 21:43 ყველას უნდა, ჰქონდეს ლამაზი, ჯანსაღი და ბზინვარე თმა. ამის მისაღწევად საუკეთესო გზა კარგი კვება და თმის კარგი მოვლაა.
სტატიაში გთავაზობთ 16 რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი თმა მტვრევადობისგან და ცვენისგან.
მაშ ასე, იმისთვის, რომ ჯანსაღი თმა გქონდეთ, თავიდან უნდა აიცილოთ: 1. ბინძური სავარცხლის გამოყენება როცა თმას ივარცხნით, სავარცხელზე თავის კანის მკვდარი უჯრედები ხვდება, მკვდარი კანი კი კარგი გარემოა ბაქტერიების სასიცოცხლოდ. გარეცხეთ სავარცხელი ან დაამაგრეთ მასზე რამე თხელი ნაჭერი დავარცხნამდე. ნაჭრის მოხსნის შემდეგ კი სავარცხელი სუფთა იქნება. 2. თმის ხშირად და ცხელი წყლით დაბანა თავის სკალპი ბუნებრივ ზეთს წარმოშობს, რაც აუცილებელია ჯანსაღი თმის ზრდისთვის, ცხელ წყალს კი მისი მოშორება შეუძლია, ისევე როგორც ხშირად დაბანას. სპეციალისტები გირჩევენ, დაიბანოთ თმა კვირაში ორჯერ ან სამჯერ, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ. არ დაიბანოთ თავი ყოველდღე და გამოიყენეთ მხოლოდ თბილი წყალი. 3. კონდიციონერის (ბალზამის არგამოყენება) ან მისი გამოყენება შამპუნის მაგივრად შამპუნი და კონდიციონერი ორი სრულიად განსხვავებული პროდუქტია და ისინი სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება: შამპუნი ასუფთავებს, კონდიციონერი კი არბილებს თმას. თქვენს თმას ორივე სჭირდება, გამოიყენეთ ჯერ შამპუნი, შემდეგ კი - კონდიციონერი. 4. თმის ხშირად დავარცხნა და დავარცხნა თმის ძირებიდან თუ თმას ძირებიდან დაივარცხნით, დიდი შანსია, სავარცხელზე თმის ბღუჯა შეგრჩეთ, ეს თმის ძირებსაც ასუსტებს. ზედმეტ დავარცხნასაც იგივე შედეგი მოჰყვება. ნუ დაივარცხნით თმას, თუ ეს საჭირო არ არის. დავარცხნა კი ყოველთვის თმის ბოლოდან დაიწყეთ და ნელ-ნელა ადით მაღლა, ძირებისკენ. 5. "ცხენის კუდის" ხშირად გაკეთება თუ თმას ხშირად იკრავთ მჭიდროდ, ამან შეიძლება თმა დაგიზიანოთ, რადგან ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით ჭიმავთ. მაგრამ თუ მაინც უნდა შეიკრათ თმა, ხან ცოტა მაღლა შეიკარით, ხანაც - დაბლა, თან, ეცადეთ, რკინის საგნები არ გამოიყენოთ მის შესაკრავად. შეიკარით თმა ზოგჯერ, მაგრამ არა ყოველ დღე. 6. ზედმეტი მზე ჩვეულებრივ, როცა დიდი ხნის გატარებას ვვგეგმავთ მზეზე, კანის დამცავს ვიყენებთ, მაგრამ თმის დაცვა გვავიწყდება. ზედმეტი მზე მარტო კანს კი არა, თმასაც უქმნის საფრთხეს. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შესაძლოა თმა გამოაშროს ან გაყოს ბოლოები. ატარეთ ქუდი მზეზე. 7. სველი თმის დავარცხნა როცა თმა სველია, უფრო ადვილად მსხვრევადია. შეგიძლიათ, შეამოწმოთ, რომ სველი თმის ღერი უფრო ადვილად ტყდება, ვიდრე მშრალის. დაელოდოთ თმის გაშრობას და მხოლოდ ამის შემდეგ დაივარცხნეთ. 8. დიდხანს ლოდინი მის შესაჭრელად თუ გაყოფილი თმის ბოლოები გაქვთ, თუ თქვენს თმას ფორმა აღარ აქვს და არ გამოიყურება ლამაზად, მაშინ აუცილებლად უნდა გარისკოთ მისი შეჭრა. რეგულარულად ეწვიეთ სტილისტს, გაყოფილი ბოლოების მოშორება თმის სწრაფად ზრდაშიც დაგეხმარებათ. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს 2. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას 3. ფსიქოლოგიური ტესტი: 4 სიმართლე თქვენ შესახებ 4. როგორია სასკოლო ფორმები 15 სხვადასხვა ქვეყანაში 5. რა შეუძლია მაკიაჟს - 20 მაგალითი 6. როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის 7. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის 8. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ 9. ფსიქოლოგიური ტესტი: გაიგეთ მნიშვნელოვანი რამ თქვენს პიროვნებაზე . 360 2-ს მოსწონს
|