სხვა ნატურალური სასუქი და დამატებითი კვება ქოთნის იებისთვის 2018, 23 იანვარი, 10:58
ია – ყველაზე პოპულარული მცენარეა, სახლის მცენარეებს შორის. ამ მცენარის რამოდენიმე ასეული სახეობა არსებობს და მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად, ყველა სახეობას ერთნაირი მოვლა და ერთნაირი სასუქი ესაჭიროება. ხოლო, იების სილამაზის შედარება, სხვა ყვავილების სილამაზესთან, არც კი შეიძლება და თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ია აუცილებლად მოგებული დარჩება. იმისთვის, რომ იამ ყოველთვის გაგვახაროს თავისი ლამაზი ყვავილებით, განსაკუთრებული მზრუნველობა არ ესაჭიროება, თუმცა გარკვეული პირობების დაცვა საჭირო არის:
მცენარეებს დამატებითი კვება ზრდის ან ყვავილობის პერიოდში ესაჭიროებათ. ინფორმაციის მოწოდება, იმის შესახებ, რომ მცენარეს სასუქი ესაჭიროება, მხოლოდ თავად მცენარეს შეუძლია, უფრო სწორედ, მის ვიზუალურ მდგომარეობას. მისთვის დამატებითი კვების საჭიროების პერიოდი, როგორც ყოველთვის, გაზაფხულის ან ზაფხულის თვეებს ემთხვევა. ხოლო ზამთარში, უმჯობესია, მცენარე არ დაიტვირთოს სხვადასხვა სახის მინერალებით. იების გრუნტის სასუქით გამდიდრება რთული არ არის. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ მცენარის ზრდ-განვითარების ის პერიოდები, როდესაც სასუქის მიწოდება არ შეიძლება:
მცენარისთვის სასუქის მიწოდება, მხოლოდ 2 კვირაში ერთხელ შეიძლება. სასუქიანი წყლით შეგიძლიათ მცენარე მორწყათ, ან მისი ქოთანი პირდაპირ ჩადგათ ამ წყალში, რომ წყალი ფოთლებზე არ მიეწუწოს. სასუქი, რომელიც ახალგაზრდა მცენარეებისთვის არის განკუთვნილი, დიდი რაოდენობით აზოტს უნდა შეიცავდეს, რადგან სწორედ ეს ელემენტია საჭირო მწვანე მასის ზრდა-განვითარებისთვის. რაც შეეხება ყვავილებს, მათ გასალამაზებლად და მცენარის ფესვთა სისტემის გასძლიერებლად – ფოსფორი და კალიუმი არის საჭირო. ბუნებრივი განათების პირობებში მყოფი მცენარეებისთვის, მინერალური სასუქის მიწოდება, ოქტომბრიდან – თებერვლის ჩათვლით, თვეში ერთხელ არის საჭირო. ხოლო მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, – თვეში 2-3 ჯერ.
მთავარი კიდევ ის არის, რომ აზოტი არ მისცეთ საჭიროზე დიდი რაოდენობით, თორემ ია ყვავილობას შეწყვეტს და მხოლოდ ფოთლები გაეზრდება, გაუხასხასდება და გაუფუმფულდება. იებისთვის უამრავი მზა სასუქი არსებობს, რომლშიც საჭირო პროპორციებით არის შეზავებული აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. თუმცა, სახლში მომზადებული ხსნარებითაც შეიძლება მცენარის კარგად გამოკვება და ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიც არის:
იების სასუქის მოსამზადებლად, შეგვიძლია ის ინგრედიენტები გამოვიყენოთ, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. მაგ.: * შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულ ჩამონათვალში, მინერალები 100 გრ. პროდუქტში, მათი შემცველობის კლებადობით არის მოცემული.
ამ მეტად სასარგებლო სასუქის მოსამზადებლად, ციტრუსის ქერქი უნდა მოათავსოთ ქილაში, დაასხათ მდუღარე წყალი, იმდენი რომ ქერქი დაიფაროს და დააყენოთ 1 დღე-ღამე. შემდეგ მარლით გაფილტრეთ და მორწყვის წინ, წყალში გააზავეთ, პროპორციით – 1:10.
ხახვის ელექსირის მომზადება ძალიან მარტივია: ერთი მუჭა ხახვის ფურცელი მოათავსეთ ემალირებულ ჯამში, დაასხით 1, 5 ლ. ცხელი წყალი და როდესაც ადუღდება, სახურავი დაახურეთ და ადუღეთ 5–7 წთ. როდესაც გაგრილდება გაფილტრეთ. ამ ნაყენის გამოყენება აუცილებელია თვეში ერთხელ. ის მცენარისთვის სასარგებლო მინერალების გარდა, მიკროელემენტებსაც შეიცავს და ასევე, ანტისეპტიკურ-პროფილაქტიკური დანიშნულებაც აქვს.
შაქარი შეგიძლიათ წყალში გახსნათ ან პირდაპირ ფხვნილის სახით მოაყაროთ ყვავილის გრუნტს, მცენარის მორწყვის წინ (10 სმ. დიამეტრის ქოთანზე 1 ჩ. კ.). ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ იების ტკბილი წყლით მორწყვა გირჩევნიათ, 1 ჩ. კ. შაქარი 1 ჭ. წყალში უნდა გახსნათ. რაც შეეხება გლუკოზას, მისი მოხმარების წესი ასეთია – 1 აბი, 1 ლ. წყალზე. როგორც აღვნიშნეთ, შაქარი მცენარისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მისი გამოყენება სასუქის სახით, მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ თუ მცენარის სარწყავი წყალი მინერალებს შეიცავს, მისი ტემპერატურა, ოთახის ტემპერატურაზე, 3-4 გრადუსით მაღალი უნდა იყოს.
3584 9-ს მოსწონს
|