x
image
კატაპულტი
გორის მთავრობის სახელფასო ანაზღაურებისათვის დამატებით 574 000 ლარი დაიხარჯება
image

2018 წლის 18 იანვარს შემდგარ გორის საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება გაეზარდათ. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ამ წლის განმავლობაში საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისათვის დამატებით 94 000 ლარი, მერიისათვის კი 480 000 ლარი დაიხარჯება.

როგორც საფინანსო კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ, რომელიც თანამდებობრივი სარგოების ზრდას ითვალისწინებს.აღნიშნული გამოწვეულია კოეფიციენტების შემოღების შედეგად, რომლის საშუალებითაც დგინდება თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.ახალი კანონი შეეხო ყველა საჯარო მოხელეს.

18 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო მოხელეთა ხელფასი სხვადასხვა თანამდებობაზე 100-250 ლარით გაიზარდა.


როგორც საკრებულოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, სახელფასო ანაზღაურების ზრდა არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში განხორციელდა და იგი გავლენას არ იქონიებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და უკვე გაწერილ ხარჯებზე.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ქალაქ გორისა და გორის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ საუბრობს.საინტერესოა, რა რეაქციას გამოიწვევს რიგით მოქალაქეებში მთავრობის წევრების ხელფასების ზრდა.

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0