სისხლის სამართალი ვინ იყო მარეკ დუდაევი,რომელიც 17 იანვარს მოკლეს?! – უცნობი ფაქტები მის შესახებ 2018, 19 იანვარი, 10:41
2018 წლის 17 იანვარს გორის რაიონის სოფელ ზემო არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს.მას 3-ჯერ ესროლეს, აქედან 2ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი.როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მოკლული დუდაევი წინა ხელისუფლებამ უსაფუძვლოდ დიდი ხნით გამოამწყვდია ციხეში.
მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში დააკავეს და ბრალი წაუყენეს მკვლელობაში, ფულის გამოძალვასა და ყაჩაღობაში.მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა 2013 წელს სასჯელის შეკრებითობის გაუქმების გამო გაათავისუფლეს.
ვინ იყო მარეკ დუდაევი და რატომ მოკლეს იგი?
მარეკ დუდაევი უფრო მეტად ცნობილი იყო გორისა და ცხინვალის რაიონში. 90-იან წლებში ამ რაიონებში გახშირებული ყაჩაღობების, ძარცვებისა და მკვლელობების დიდი წილი სწორედ მარეკ დუდაევზე მოდიოდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, მას ბავშვობაში მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმა არ აძლევდა მოსვენებას.საქმე იმაშია, რომ ის ჯერ კიდევ მცირე ასაკისა იყო, როდესაც დედა და და მის თვალწინ გაუუპატიურეს. 90-იან წლებში ძნელად თუ ნახავდით გორისა და ცხინვალის რაიონში ადამიანს, რომელსაც “მარიკას" სახელი არ სმენოდა. მას უკავშირებდნენ ასევე “ერგნეთის ბაზრობაზე" არსებულ “შავ ბაზარს", ადამიანთა ძარცვას და ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანთა გატაცებასაც. მარეკ დუდაევის მკვლელობაში მისივე თანასოფლელი ვიაჩესლავ კაზიევია ეჭვმიტანილი.როგორც თანასოფლელები აცხადებენ, სავარაუდოდ, მკვლელობა შურისძიების გამო მოხდა, რადგან დუდაევს არაერთი ოჯახი გაუმწარებია. 129 2-ს მოსწონს
|