x
image
კატაპულტი
როგორ უნდა მოვიქცეთ ნათლისღების დღესასწაულზე?!
image

მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე სწორედ ამ დღეს მონათლა.

ძველ დროში ნათლისღების დღესასწაულს მდინარეების კურთხევით აღნიშნავდნენ, დღესდღეობით კი ეკლესიებში აკურთხებენ მოძღვრები წყალს და მრევლს უნაწილებენ.

რა უნდა იცოდეთ ნაკურთხი წყლის შესახებ?


ნაკურთხი წყალი მომდევნო ნათლისღებამდე უნდა იმყოფინოთ და სასურველია, ყოველ დილით უზმოზე მიირთვათ.ასევე უნდა აპკუროთ იგი ოჯახის წევრებსა და სახლს, კარ-მიდამოს.ნაკურთხ წყალს დიდი ძალა აქვს და უამრავი ფაქტია, როდესაც მისით ადამიანი განკურნებულა.კომუნისტური რეჟიმის დროს ამასთან დაკავშირებით ჭორიც კი გაავრცელეს, რომ მამაოები წყალს ვერცხლის ჯვრით აკურთხებდნენ და სწორედ იგი მოქმედებდა წყალზე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრადიციად ჩამოყალიბდა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ნათლულების ნათლიებთან სტუმრობა და ამ დიდი საზეიმო დღის მილოცვა.ეს ჩვეულება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საბჭოთა რეჟიმის პერიოდში ფარული ნათლობებისა და ქრისტიანული რელიგიის დევნის გამო, ნათლიებსა და ნათლულებს ფაქტობრივად გაწყვეტილი ჰქონდათ ურთიერთობა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დიდი ძალისხმევის შედეგად, დღესდღეობით ნათლიებსა და ნათლულებს შორის ურთიერთობა უფრო გამყარებულია.

ასე რომ, არ დაგავიწყდეთ, ტაძრიდან ნაკურთხი წყლის მოტანა, მისი სწორად გამოყენება და თქვენს ნათლიასთან სტუმრობა და დღევანდელი დღის მილოცვა.

P.S. გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, უფლის ძალით განწმენდილიყოს თქვენი სული და გონება.

0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0