სხვა ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები განახლდა 2012, 23 ივნისი, 11:34
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა ბაგრატის ტაძრის მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია. რამდენიმე დღის წინ პროექტი შეჩერდა პატრიარქის თხოვნით, რადგან ტაძრის რესტავრაცია დარღვევით მიმდინარეობდა და შესაძლებებლი იყო ტაძარს დაეკარგა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. 68 5-ს მოსწონს
|