x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
მსოფლიოს უგრძესი წყალქვეშა გამოქვაბულების სისტემა აღმოჩენილია - საქ აქტუნი
სან-აქტუნის წყალქვეშა მღვიმე


აღმოსავლეთ მექსიკაში ათთვიანი კვლევების შემდეგ, 2018 წლის იანვარში მსოფლიოში უგრძესი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს. მისი სიგრძე 347 კილომეტრია. ეს აბსოლუტურ რეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. აქამდე ყველაზე გრძელ მღვიმედ ტუკუმაში მდებარე ოქს ბელ ჰას მიიჩნევდნენ, რომლის სიგრძეც 270 კილომეტრია. გეოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ საქ აქტუნის მღვიმე 65.5 მილიონი წლის წინ მეტეორის დაცემის შედეგად წარმოიშვა იუკატანის ნახევარკუნძულზე, დროთა განმავლობაში კი მტკნარი წყლით აივსო. სპელეოლოგთა მოსაზრებით ახალი არმოჩენა მეტ ინფორმაციას მოგვცემს მაიას ხალხების ცივილიზაციის შესახებაც.


სან-აქტუნის გამოქვაბული


მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ ორი დიდი მღვიმე საქ აქტუნი და დოს ოხოსი ერთიანდებიან და ერთიან მღვიმოვან სისტემას ქმნიან. ამით საბოლოოდ დადგინდა რომ მექსიკის კინტინა როოს შტატში მდებარე ორი მღვიმე სინამდვილეში ერთიანია. სპელეოლოგიის კანონების მიხედვით თუ ორ მღვიმეს შორის შეერთების ადგილი დადგინდება, მაშინ მღვიმეები ერთიანდებიან და მას იმ მღვიმის სახელი დაერქმევა, რომელიც უფრო დიდია. საქ აქტუნის მღვიმე დოს-ოხოსზე გაცილებით დიდია, ამიტომ ახალ აღმოჩენას საქ აქტუნი ეწოდა. ეს ორი მღვიმე ჯერ კიდევ 1989 წელს აღმოაჩინა ორმა ამერიკელმა მყვინთავმა. ისინი სწორედ იმ მეტეორმა წარმოშვა, რომელმაც დიდი კლიმატური ცვლილება და დინოზავრების მასობრივი გადაშენება გამოიწვია 65.5 მილიონი წლის წინ.



საქ აქტუნი. საკ აკტუნი. საკ აკტუნის მღვიმე.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე






0
159
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0