სხვა როგორ გავარკვიოთ სწრაფად ხარისხიანია თუ არა სარეცხის ფხვნილი? მარტივი მეთოდია და ცდად ღირს 2018, 16 იანვარი, 10:30 სარეცხი პროდუქტებისა და საშუალებების სპექტრი არის უზარმაზარი. ზოგჯერ ძალიან ძნელია მივხვდეთ ხარისხიანია თუ არა ესა თუ ის სარეცხი საშუალება. ზოგიერთი მათგანი გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელზე ტოვებს მოთეთრო კვალს, ზოგი საერთოდ არ აცილებს ლაქებს და ა.შ. შესაბამისად კი იტანჯებით ხარისხიანი ფხვნილის ძიებაში, რაშიც გარკვეული თანხების ხარჯვა გიწევთ, თუმცა შედეგს ჯერ ვერ მიაღწიეთ. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გასწავლით მარტივ ხრიკს ორი ტესტის დახმარებით, რომლის მეშვეობითაც დაადგენთ ხარისხიანია თუ არა სარეცხის საშუალება, რომელსაც მოიხმართ.
![]() ტესტი სარეცხის ფხვნილის ხარისხიანობის დასადგენად პირველი ტესტი: სარეცხის ფხვნილის ხარისხის დასადეგნად ძალზედ კარგი მეთოდია ერთ ჭიქა ჩვეულებრივ წყალში თუ ჩაყრით 1 სუფრის კოვზ სარეცხ საშუალებას, რომელსაც მოიხმართ. მიღებულ ხსნარში კი ჩადეთ კარგად მოხარშული ქათმის კვერცხი. დააყოვნეთ მთელი ღამე. ![]() ● თუ ღამის გასვლის შემდეგ კვერცხმა არ იცვალა კონსისტენცია და ისევ ისე გამოიყურება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფხვნილი დაბალხარისხიანია. ● თუ კვერცხი დარბილდა და იწყო შლა, ნიშნავს, რომ ფხვნილი ფერადი და მსუბუქად დაბინძურებული ტანსაცმლისთვისაა. ● თუ კვერცხი დაიშალა, ფხვნილი თეთრი სარეცხისთვის და მძიმედ დაბინძურებული ტანსაცმლისთვისაა. მეორე ტესტი: გთავაზობთ კიდევ ერთ მარტივ ტესტს სარეცხის ფხვნილის ხარისხის დასადგენად. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ რამდენიმე გამჭვირვალე ფინჯანი, რომელშიც (სათითაოდ) ჩაასხამთ 50 მლ თბილ წყალს და ასევე სათითაოდ ჩაყრით 1 ჩაის კოვზ სარეცხის საშუალებას, რომელსაც მოიხმართ. თითოელ მიღებულ ხსნარს დაამატეთ ორ-ორი წვეთი ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა). ![]() მაღალხარისხიანი ფხვნილის შემთხვევაში ხსნარი სწრაფად უნდა გაუფერულდეს. თუ ხსნარი დარჩა მწვანე შეფერილობის, ე.ი სარეცხი საშუალება დაბალხარისხიანი და ზოგ შემთხვევაშიც უხარისხოა. P.S. ამ რჩევების მეშვეობით არასოდეს გადაიხდით დიდ თანხას უხარისხო ფხვნილში და თქვენი თეთრეულიც წარმოუდგენლად სუფთა იქნება. (გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რადგან მათაც შეძლონ ხარისხის ამოცნობა) ![]() იხილეთ აგრეთვე: ● სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ! ![]() ● აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან ![]() ● ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთ ![]() 106 14-ს მოსწონს
|