x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს

image

ბავშვის აღზრდა ბედნიერი და სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელსაც ბედნიერებასა და სიხარულთან ერთად შეშფოთება და ნერვიულობაც მოაქვს, მიუხედავად თქვენი ასაკისა.

საინტერესოა, შეიძლება, არსებობდეს ცნება "სწორი ასაკი დედობისთვის"?

ახალი კვლევების მიხედვით, ყველაზე "მომგებიანია" დაორსულება 35 წლის შემდეგ, რადგან ქალები 30-დან 40 წლამდე თავს უფრო დამოუკიდებლად და დაცულად გრძნობენ, როგორც ურთიერთობაში, ასევე კარიერაშიც.

შეიძლება, გაგიგიათ კიდეც მოსაზრება, რომ 35 წლის შემდეგ დედობა საშიშია, თუმცა, მეცნიერებმა "გვიანდელ" ორსულობაში ბევრი კარგი და "სასარგებლო" რამ აღმოაჩინეს.

დამტკიცებული ადრეც იყო, რომ 35 წელს შემდეგ ბავშვის გაჩენა მშობელს სიცოცხლის ხალისს უბრუნებს, ახლახან კი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ "გვიანდელი" ორსულობა დედის გონებრივ შესაძლებლობებსაც აუმჯობესებს.

image

როგორ მივიდნენ ისინი ამ გადაწყვეტილებამდე?

მკვლევარებმა 830 პოსტმენოპაუზის მქონე ქალს ტესტი ჩაუტარეს დაგეგმვის, ვიზუალური აღქმის, სიტყვიერი მეხსიერების, კონცენტრაციისა და ყურადღების გაფანტულობის შესახებ. მათ აღმოაჩინეს, რომ ქალები, რომლებსაც 24 წლის შემდეგ ეყოლათ პირველი შვილი, უკეთ უმკლავდებოდნენ ლოგიკურ ტესტებს, უკეთ ახერხებდნენ პრობლემების გადაჭრას და უკეთესი ვერბალური უნარები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც 15-დან 24 წლამდე გახდნენ დედები. ქალები, რომლებსაც 35 წლის შემდეგაც ჰყავდათ შვილები, გამოირჩეოდნენ უკეთესი მეხსიერებით და ცოდნით.

image

რა ხდის მათ გონებას უფრო მახვილს?

ეს დაკავშირებულია ორსულობის დროს ჰორმონების - ესტროგენისა და პროგესტერონის - მომატებასთან, რომლებსაც, როგორც გაირკვა, სასარგებლო ეფექტი აქვს ტვინის ფუნქციონირებაზე, განსაკუთრებით, თუ ფეხმძიმობა "გვიან" ასაკში ხდება.

გადაწყვიტო, როდის გინდა შვილის გაჩენა, არც მარტივია და არც რეალური. ნებისმიერ ასაკში ფეხმძიმობას აქვს თავისი სასარგებლო და ცუდი მხარეები. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ექიმს გაესინჯოთ იმისთვის, რომ ორსულობამ მაქსიმალურად ჯანსაღად ჩაიაროს.

image

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევა იხილეთ აქ.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორი იქნება ახალი წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2. ფსიქოლოგიური ტესტი: 4 სიმართლე თქვენ შესახებ


3. ფსიქოლოგიური ტესტი: ვის დაეხმარებოდით პირველად?

4. სასიყვარულო ურთიერთობების 4 მთავარი წესი

5. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

0
1303
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0