x
image
ლიკა ელიშვილი
ნაპოვნი არამიწიერი ქვა,რომელიც მზის სისტემაშიც არ გვხვდება
image



ეგვიპტეში ნაპოვნი არამიწიერი ქვა შეიცავს ნაერთებს, რომლებიც მზის სისტემაში არ გვხვდება.
ჰიპატიას ქვა — როგორც მას უწოდებენ, არამიწიერი წარმოშობისაა. იგი შეიცავს მიკრო მინერალურ ნაერთებს, რომლებიც დედამიწაზე უბრალოდ არსად მოიპოვება, არაა აღმოჩენილი არც სხვა მეტეორიტებში და რაც ყველაზე საინტერესოა, ჯერ არც დანარჩენ მზის სისტემაში გვინახავს სადმე.
2013 წელს, სამხრეთ-დასავლეთ ეგვიპტეში ნაპოვნ ქვას, აღნიშნული სახელი, IV-V საუკუნის ქალი-მეცნიერის, ჰიპატია ალექსანდრიელის პატივსაცემად უწოდეს.
როგორც შემდეგმა ანალიზებმა აჩვენა, ალმასით ამოვსებული ეს ქვა წამოსული არ იყო ჩვენთვის ცნობილი არც ერთი კომეტის ან მეტეორიტისგან — მისი კომინირებული მახასიათებლები სრულიად უნიკალური იყო სხვა დადასტურებულ არამიწიერ მასალებს შორის. დადგინდა ისიც, რომ ქვა ცივ გარემოში იყო წარმოქმნილი.
მეტაფორულად, მკვლევრებმა შიდა სტრუქტურა შეადარეს გარე, დამსხვრეული საფარველისას.

„ვფიქრობთ, ჰიპატიას ქვაში წარმოდგენილია ერთმანეთში ცუდად შერეული მასა, რასაც გეოლოგიური ტერმინოლოგიით ორ შერეულ „მატრიქსს“ ვუწოდებთ“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ჟან კრამერსი.



image

ჰიპატიას ქვაში არსებული ზოგიერთი პოლიარომატულ ნახშირწყალბადი დროის გარკვეულ მონაკვეთში გადაიქცა სუბმიკრომეტრულ ალმასებად — სავარაუდოდ, დედამიწასთან შეჯახებისას.

თუმცა, სხვა აღმოჩენები გაცილებით შთამბეჭდავია. მკვლევრებმა იპოვეს წმინდა მეტალური ფორმის ალუმინი — რაც როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მზის სისტემაში ან საერთოდ არ გვხვდება, ან უიშვიათესად.

მკვლევრებმა ძლიერ არაპროგნოზირებად ფორმებში ასევე იპოვეს სილიციუმის კარბიდი და ვერცხლის იოდიდის ფოსფიდი. ნარევი ძირითადად შედგება ფოსფორისა და ნიკელისგან, არაა რკინა — მინერალური შემადგენლობა, როგორიც აქამდე არასოდეს გვინახავს არც დედამიწაზე და არც არამიწიერ მასალებში.

„კომეტები ძირითადად კოიპერის სარტყლიდან მოდის, ნეპტუნის ორბიტის გადაღმიდან, მზიდან 40-ჯერ უფრო შორიდან, ვიდრე დედამიწა. ზოგიერთი მათგანი უფრო შორიდანაც მოდის, ოორტის ღრუბლიდან“.

„ჩვენ მიღმა არსებულ კოსმოსურ ობიექტთა ქიმიური შემადგენლობის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. შესაბამისად, ჩვენი შემდეგი მცდელობა იქნება გავარკვიოთ, თუ საიდანაა დედამიწაზე მოსული ჰიპატიას ქვა“.


image

0
80
11-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0