სხვა 3 ადამიანი, რომელთაც თრობის შემდეგ "მორგში" (პროზექტურა) გაიღვიძეს 2018, 15 იანვარი, 11:17 საახალწლო პერიოდი ტრადიციულად ცნობილია ამ დღესასწაულით გამოწვეული სიხარულით, ალკოჰოლითა და შემდგომი ბახუსით, თუმცა არსებობს სიუჟეტებიც, რომელიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზე გადის. მოკლედ, გტავაზობთ სამ ისტორიას, რომლის გმირებიც ასე რომ ვთქვათ "მკვდრეთით აღდგნენ", ამ ქვეყნად კი მათ უკვე აღარავინ ელოდა.
1. საბანი არ გაქვთ? ეს ტიპიური საახალწლო ისტორია 2016 წლის დეკემბერში პოლონეთის ქალაქ კამენა–გურაში მოხდა. როგორც გამოცემა Speisa წერს, ადგილობრივი მკვიდრი 25 წლის კამილი ორი საათის განმავლობაში არაყს სვამდა ბარში. როდესაც სასიამოვნო განწყობა შეეცვალა, გადაწყვიტა სუფთა ჰაერზე გაესეირნა, თუმცა გარეთ გასვლისთანავე ჩაიკეცა და გონება დაკარგა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ექიმებმაც სასწრაფოდ გადაიყვანეს პაციენტი საავადმყოფოში. მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა და კამილი გულის შეტევის დიაგნოზით გარდაიცვალა. ის პროზექტურაში გადაიყვანეს. "დარწმუნებული ვიყავი, რომ ხმები გარედან მოდიოდა, ვიფიქრე ყაჩაღები არიან, თუმცა არა, ეს ერთ–ერთი კამერიდან ისმოდა, სადაც მიცვალებულები გვყავდა. შიშით გავხსენი კარი და ვხედავ შიშველ ცოცხალს, რომელიც მეკითხებოდა –საბანი არ გაქვთ?"– იხსენებს პროზექტურის ღამის დარაჯი. დარაჯმა პოლიცია და ექიმი უმალ გამოიძახა. ექიმის გასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კამილი სრულიად ჯანმრთელი იყო და სახლში წასვლაზე უარის არანაირი მიზეზი არ არსებობდა. მან ჩაიცვა და გაგიკვირდებათ და ისევ ბარისკენ გაეშურა. 2. ვწევარ გვამების ტომარაში. პიოტრკუვ–ტრიბუნალსკის ქუჩას, ასევე პოლონეთის ქალაქში მივუყვებით. 2013 წლის ნოემბერია. 56 წლის მარეკ მიხალსკიმ სკამზე მჟდომ მდგომარეობაში უცებ გონება დაკარგა. ჩვენი კრებულით თუ ვისმჯელებთ, ისიც ნასვამი იყო. გამვლელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელიც ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა პაციენტს აღარ ესინჯებოდა პულსი და სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. ამიტომ ის პროზექტურაში გადააგზავნეს. გარკვეული დროის შემდეგ მარეკი იღვიძებს და იწყებს ტირილს, რადგან მიხვდა რომ მიცვალებულისთვის განკუთვნილ თავმოკრულ ტომარაში იწვა რაღაც საკაცეზე. იფართხალა და ძირს გადმოვარდა. "რაც მახსოვს ბოლოს ეს არის ის მომენტი, როდესაც სკამზე ვიჯექი, შემდეგ კი ეს საშინელება მოხდა, ტომარაში გავიღვიძე. მას შემდეგ დღემდე მაწუხებს "კოშმარები" და ექიმები ამ სტრესს ვერაფრით მხსნიან, თავს იმართლებენ, რომ სასწრაფოს მითითებებს მიყვნენ და ამიტომ მომათავსეს პროზექტურაში"– ამბობს მარეკი. 3. ადგა და წავიდა. ამჯერად ამბავი უკრაინაში, ქალაქ კახოვკაში 2014 წლის დეკემბერში ხდება. მამაკაცი სასმელით გამოწვეული ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. ცოლს არ ჰქონდა ქმრის დასამარხი ფული, ამიტომ შესაბამის ორგანოებს მიმართა, რომელთაც 500 გრივნა (უკრაინული ფულის ერთეული) გადასცემს მას. ცოლმა მოაგვარა დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები და შემდეგ მივიდა პროზექტურაში ქმრის ცხედარის წასაღებად, თუმცა ქმარი აღარ დახვდა. როგორც მას უთხრეს, ის ადგა და წავიდა. მომხდარმა პრობლემა შეუქმნა როგორც მათ ოჯახს, ასევე ექიმს, ვინც სიკვდილის დიაგნოზი დასვა და პროზექტურას, რადგან ფულის გამოძალვის მოტივით სიკვდილის ინსცენირებაში ადანაშაულებდნენ. წერილობითი ახსნა–გამარტებების დაწერა დაჭირდათ ყველას. იხილეთ აგრეთვე: ● რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს? ● ყველაზე გახმაურებული გაუჩინარებები, რომელთა კვალს დღემდე ვერ მიაგნეს ● 10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ" ● სამყაროში შვიდჯერ ვიბადებით, გაინტერესებთ მერამდენეა თქვენი ცხოვრება? ● აი რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები ● ის ერთი თვე "კომაში" იყო და რაც გაღვიძებისთანავე თქვა, მსოფლიო გააოგნა 192 16-ს მოსწონს |
მოკლედ დააფიქსირეს "სიკვდილი" რადგან არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. გადაიყვანეს იქვე ახლოს მდგარი პროზექტურის შენობაში, გახადეს და სხვა მიცვალებულების მსგავსად ეგრეთ წოდებულ "ლატოკზე" დაასვენეს და წავიდნენ.
ღვინომ გაუარა თუ სიცივემ გამოაღვიძა ვინ იცის და რომ გაახილა თვალები და დაინახა ამდენი მიცვალებული, აყვირდა, წამოხტა სადაა ტანსაცმელი. შემოიფარა ზეცარი, გამოანგრია როგორც იქნა კარები და საავადმყოფოს მიმღებში შევიდა, რაც იქ ამბავი დატრიალდა მტრისას და ავისას. :)))