პოეზია შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... 2018, 13 იანვარი, 11:02
* * * ანა კალამდაძე ეს ის ლექსია - რასაც შეუძლია დროის მანქანის უკან დაბრუნება, რასაც ჩემი ბავშვობის სურნელი ასდის. თითქოს ისევ ჩემი სოფლის ორღობეში ვხედავ თოვლში მომავალ, წელში მოხრილ ჩემ ბაბუას - სოფლის საპატიო მეკვლეს ხელში ხონჩთ... მის ბედნიერ სახეს და ჩვენი - ბავშვების გაბრწყინებულ თვალებს, აწითლებულ ლოყებს და გაყინულ თითებს.. ჩვენი ძაღლის, ჩარლიკას უაზრო სირბილს და ხტუნვას, ბებოს ფაციფუცს და ფქვილიან ხელებს. დედის საყვედურს - (უქუდოდ რომ დავრბივართ). გულწრფელ სიცილს, აი იმ ემოციას, რასაც არაფერი აქვს საერთო სიყალბესთან.
ამ დროს კი შემოდიოდა ჩვენში კალანდა.. 589 5-ს მოსწონს
|