x
image
კატაპულტი
რას ნიშნავს ,,ძველით ახალი წელი" და სხვა ქვეყნებშიც ზეიმობენ თუ არა მას?!
image

ახალი წლის დადგომას მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა 1 იანვარს ზეიმობს, თუმცა არსებობენ ერები, რომლებიც ამ დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავენ, 1იანვარსა და 14 იანვარს, მათ შორისაა საქართველოც.

ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა გამოწვეულია ორი კალენდარული სისტემის არსებობით, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებით.იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით დამდგარი ახალი წელი, ანუ “ძველით ახალი წელი" ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება.საქართველოში ეს დღე ოფიციალურ დასვენების დღედ არაა გამოცხადებული, განსხვავებით 1 იანვრისაგან.


image

გარდა საქართველოსი, “ძველით ახალ წელს" ზეიმობენ რუსეთში, სერბეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, საბერძნეთში, რუმინეთში, მაკედონიაში, სომხეთში, ყაზახეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

საქართველოში “ძველით ახალი წლის" აღნიშვნის წესი დიდად არ განსხვავდება 1 იანვრისაგან, ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, კვლავ ეწყობა ფეიერვერკი, მოკლედ, მხოლოდ სახელწოდებაა სხვაობა.

საინტერესოა, როგორ აღნიშნავენ “ძველით ახალ წელს" სხვა ქვეყნებში?

მაგალითად, რუსეთში, ისევე როგორც ჩვენთან, 14 იანვრის დღესასწაული არაოფიციალურია.

ბელორუსიასა და უკრაინაში 13 იანვრის საღამოს “უხვს" უწოდებენ და 14 იანვარს განსაკუთრებული პურ-მარილით ეგებებიან.

სერბეთში მას “სერბულ ახალ წელს " უწოდებენ და დიდი ზარ-ზაიმით აღნიშნავენ.

საბერძნეთში 14 იანვარს წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ და ზოგიერთი მოსაზრებით, ახალი წლის ძველი სტილით აღნიშვნასთანაა დაკავშირებული.

საინტერესოა, რომ XXII საუკუნეში ორ კალენდარს შორის სხვაობა 13 დღის ნაცვლად, 14 დღე იქნება და შესაბამისად, ქრისტეშობისა და “ძველით ახალი წლის" დღესასწაულების აღნიშვნა, სავარაუდოდ, 1 დღით წინ გადაიწევს, ანუ 8 იანვარსა და 15 იანვარს მოუწევს.


თქვენთვის ასევე საინტერესოა:

რა უნდა იცოდეთ საახალწლო ფეიერვერკის შესახებ?!

როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში?

რა დაგიჯდებათ 2018 წლის დახვედრა?

ახალი წელი ქართველებისათვის

საცივი – საახალწლო სუფრის სიამაყე.ყველაფერი მის შესახებ

0
1182
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0