მასალა:კარაქი-350გრამი
კვერცხი-2ცალი
შაქრის ფხვნილი-4ჩაის ჭიქა
ფქვილი-4ჩაის ჭიქა
კაკაო-ნახევარი კოლოფი
რძე-3ჩაის ჭიქა
სოდა-1სუფრის კოვზი
ძმარი-2სუფრის კოვზი
შოკოლადი-1ფილა(100გრ)
მომზადების წესი:2კვერცხისა და 2, 5ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 4 სადილის კოვზი კაკაო, 50 გრამი გამდნარი კარაქი, 2 ჭიქა თბილი რძე და 4 ჭიქა ფქვილი.მოვზილოთ ცომი და შევდგათ მაცივარში 40 წუთით.შემდეგ გამოვიღოთ, დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი, კარგად ავურიოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
კრემისთვის 1 ჭიქა რძეში ავურიოთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 1, 5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო.დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. 300 გრამი კარაქი კარგად დავზილოთ და თანდათან შევათქვიფოთ მიღებული გაციებული მასა.
ტორტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ კრენი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი.სურვილისამებრ გავაფორმოთ ნებისმიერი ხილით!!!