Christian Dior ან უბრალოდ Dior- ეს წამყვანი ბრენდია მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ფრანგი ბიზნესმენის - Bernard Arnault-ს დაქვემდებარებაშია.
1946 წელს Christian Dior-ის მიერ დაარსებული კომპანია დღეს აწარმოებს არაერთ მოთხოვნად პროდუქტს : მოდურ აქსესუარებს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, პარფიუმერიას, თავის მოვლის საშუალებებს. კომპანია მართავს ასევე Dior Homme - მამაკაცებისთვის და baby Dior label ბავშვებისთვის. პროდუქცია იყიდება მსოფლიოს მასშტაბით როგორც ოფიციალურ მაღაზიებში, ასევე ინტერნეტ საიტებზე.
გთავაზობთ ლეგენდარული ბრენდის უახლეს კოლექციას - შემოდგომა-ზამთარი 2018/2019.