x
image
კატაპულტი
ჩინეთმა ნაგვის იმპორტი შეწყვიტა
image

ჩინეთის რესპუბლიკა დაბინძურების მხრივ სახიფათო ზღვარზეა.ჰაერთან ერთად, მძიმე მდგომარეობაშია ნიადაგი და მდინარეები.გარემოს დამცველების რეკომენდაციებს ქვეყნის ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა და ახალი წლის დადგომისთანავე ნაგვის იმპორტის აკრძალვაზე განცხადება გააკეთა.

წლების განმავლობაში მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თავის ნაგავსა და ჯართს ჩინეთში გზავნიდა, სადაც მისი დამუშავება და ხელახლა მრეწველობაში გამოშვება ხდებოდა.

ჩინეთში ნაგვის შეტანით მოგებული იყო როგორც სახალხო რესპუბლიკა, ასევე დასავლეთის ქვეყნებიც.პირველი მათგანი გადამუშავებული ნაგვით მიღებული მასალით ამარაგებდა სხვადასხვა ჩინურ კომპანიებს, მეორე კი თავიდან იცილებდა მისთვის უსარგებლო ნარჩენებსა და ნაგავს. ახალი გადაწყვეტილებით კი, ჩინეთმა ქვეყნის გარემოზე ზრუნვა არჩია, დასავლეთს კი დიდი საზრუნავი გამოუჩნდა, ისინი მზად არ აღმოჩნდნენ უსარგებლო ნარჩენების თავიანთ ქვეყანაში გადამუშავების ან უბრალოდ, თავიდან მოცილებისათვის.


2016 წელს ჩინეთის მიერ შეძენილმა 7, 3 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენების ღირებულებამ 3, 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საკუთარი ნაგავიც იმდენი აქვს, რომ მის გადამუშავებასაც ვეღარ უძლებს გარემო.წინა წელს გადამუშავებული ადგილობრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენი 200 ტონას შეადგენდა.

ასევე საინტერესოა:

ცნობილი ადამიანების საუკეთესო ფრაზები ფულის შესახებ

ლარმა გამყარება დაიწყო.გაგრძელდება თუ არა დოლარის კურსის ვარდნა?!


0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0