საზოგადოება აიღეთ ბარგი! დროა წავიდეთ - 22 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჯობია ცხოვრება ურუგვაიში?! 2018, 11 იანვარი, 14:15 მათთვის ვისაც არ მოსწონს ცივი კლიმატი და უპირატესობას ანიჭებს თბილ კლიმატს, პირველ რიგში ვურჩევთ ურუგვაიში ცხოვრებას. რატომ? - უფასო ჯანმრთელობა, განათლება, ქვეყნის მასშტაბით უფასო ინტერნეტი და კიდევ ბევრი რამ, რაც ქვეყანას ძალიან მიმზიდველს ხდის.
მოდი ჯერ ცოტა რამ ვისაუბროთ ურუგვაიზე... ურუგვაი ოფიციალურად ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა -სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით —არგენტინა. ურუგვაის მოსახლეობა 3, 3 მლნ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 1, 8 მილიონი დედაქალაქ მონტევიდეოში ცხოვრობს. მოსახლეობის 88% ევროპული წარმოშობისაა. სურინამის შემდეგ, ფართობით ურუგვაი სამხეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე პატარა სახელმწიფოა. 1. პრეზიდენტი რასაც ჰქვია ნამდვილი პრეზიდენტი ურუგვაის პრეზიდენტია. მას ჰყავს 1987 წლიანი ავტომობილი, ქონების 90% დაურიგა ღარიბებს, ცხოვრობს მეუღლესთან ერთად ძველებურ ფერმაში და რაც მთავარია ყოველთვის ბრძოლობს თავის ხალხისთვის! 2. ეკონომიკა ამ ქვეყანას მოიხსენიებენ, როგორც სამხრეთ ამერიკის "შვეიცარია" დანარჩენს თავად მიხვდებით! 3. განათლება უფასო განათლება ყველასთვის! ქვეყნის განათლების ბიუჯეტი 5 ჯერ აღემატება თავდაცვის ბიუჯეტს, გარდა ამისა - ურუგვაი პირველი ქვეყანაა, რომელმაც წამოიწყო მოსწავლეებზე უფასოდ ნოუთბუქების დარიგება... 4. თავისუფლება ჰომოსექსუალებს მესამე ქვეყანა, რომელმაც ჰომოსექსუალთა ქორწინებას ხელი მოუწერა. ურუგვაიში ჰომოსექსუალებს ჯარის მოხდის უფლებაც აქვთ! 5. სამხედრო ურუგვაის სამხედრო არმიას 15 000 პერსონა ჰყავს, თუმცა ჯარი სავალდებულო არ არის! 6. აბორტი ურუგვაი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. რამდენადაც საზარელი ფაქტი არ უნდა იყოს, ქვეყნის მასშტაბით აბორტი არ იკრძალება! 7. ბუნებრივი სილამაზე ლათინო ამერიკის ულამაზესი სანაპიროების კარები ყველასთვის ღიაა... 8. გასართობი მუსიკა და ეროვნული ჰიმნი ურუგვაიში შეუძლებელია რომ მოუსმინოთ მოსაწყენ მუსიკას! 9. გართობა ლათინო ამერიკის ცხელ ქვეყანაში გართობა მწვერვალზეა. ფესტივალები, აღლუმები და ღამის ცხოვრება უმაღლეს დონეზეა... 10. სამეზობლო ურუგვაის მეზობლებთან - არგენტიასთან და ბრაზილიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. 11. შემოსავლის სხვაობა ქვეყანაში მდიდრები და ღარიბები არ არიან გაყოფილნი, თითქმის ყველ მოქალაქეს თანაბარი შემოსავალი აქვს. 12. ბენზინის ფასები ურუგვაიში გაზიც და ბენზინიც ძალიან იაფია! 13. მამაკაცები და ქალები ძალიან ლამაზი ქალები და უსიმპათიურესი მამაკაცები ცხოვრობენ ურუგვაიში! 14. სურსათის კულტურა ურუგვაი უპირატესობას ქვეყანაში დამზადებულ საკვებს ანიჭებს! 15. ინტერნეტი ინტერნეტის რევოლუცია! 2010 წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ კამპანიის თანახმად, ურუგვაის ყოველ კუთხეში უფასო ინტერნეტი იქნება! 16. მიწისძვრა ურუგვაიში მიწისძვრა იშვიათია. უდიდესი მიწისძვრა 1 საუკუნის წინ დაფიქსირდა - 5, 5 ბალიანი. 17. მედია მედიის თავისუფლება უპირველეს ყოვლისა! ჩილეს შემდეგ ურუგვაი მეორე ქვეყანაა, რომელიც მედიის თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერს. 18. ეროვნული სასმელი მათ ეროვნულ სასმელს წარმოადგენს "Miel" -ი, რომელიც თაფლისგან და ღვინისგან მზადდება... 19. Mate ეს არის სასმელი, რომელსაც ყავის სანაცვლოდ სვავენ ურუგვაიში... 20. კულტურა მუზეუმები, ეროვნული პარკები, სანაპიროები და ღამის კლუბები ყველასთვის უფასოა! 21. ხალხი ურუგვაელები ძალიან თბილი და კეთილი ხალხი არიან! 22. მარიხუანა მოგახსენებთ, რომ ურუგვაიში მარიხუანის გაზრდა, მოვლა და მიღება ნებადართულია და არ არღვევს არანაირ კანონს! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. საუკეთესო მეგობრებმა ააშენეს პატარა სოფელი, სადაც ერთად დაბერებას გეგმავენ... 2. 35 უძლიერესი სამხედრო არმია ჩვენს პლანეტაზე, 2017 წლის სტატისტიკით 3. თანაბარი ხელფასით, პოლიციის გარეშე და სახლები მხოლოდ 15 ევროდ - ნამდვილი უტოპია: მარინალედა! 4. გაყინული ნიაგარა კვლავ ჯადოსნური სილამაზით გამოირჩევა ( +23 ფოტო) 5. ვინ არის ცნობილი მილიარდერი, რომელიც სკოლის პერიოდში საღეჭ რეზინებს ყიდიდა?! 6. ის მოხდა, რაც 500 მილიონში ერთხელ ხდება! საოცარია... 7. ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში! 1373 10-ს მოსწონს
|