x
image
intermedia.ge
Mediator image
გაიცანით ლევან მოლაშვილი, პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი Amazon- ზე დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ
image


ბევრი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ფიქრობს, რომ „ამაზონზე“ მხოლოდ დიდ და მასშტაბურ კომპანიებს აქვთ პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა. თქვენს ასეთ წარმოდგენას სრულიად შეცვლის პროგრამა “ამაზონ FBA“, რომლის საშუალებით ნებისმიერ მცირე მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საშუალება აქვს, თავად მოიძიოს ან დაამზადოს ამაზონზე გაყიდვადი ნებისმიერი სახის პროდუქტი. ამაზონი მიიღებს პროდუქტს, დაასაწყობებს, გაუგზავნის ადრესატს და პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაციასაც თავად უზრუნველყოფს.

ლევან მოლაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ბიზნესი “ამაზონ FBA”-ის პროგრამის მეშვეობით დაიწყო. ლევანმა საინვესტიციო ჯგუფ Kedari Ventures- სთან თანამშრომლობით ახლახანს შექმნა კომპანია Amazon Export Hub, რომელიც მსურველებს აღნიშნულ პროგრამაში ჩართავს და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება.



image




”ამ პროგრამის შესახებ უკრაინელებისგან შევიტყვე მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტის კურსი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში დაეცა. პროგრამა “ამაზონ FBA” თანხის ამერიკულ ვალუტაში გამომუშავების კარგი საშუალებაა, ” - განმარტავას Amazon Export Hub-ის თანადამფუძნებელი ლევან მოლაშვილი.

მოგვიყევით “ამაზონ FBA-ს” პროგრამის შესახებ. რით განსხვავდება ის ”ამაზონზე” პროდუქციის ტრადიციული გაყიდვისგან და რა არის მისი უპირატესობები?

პროექტი “ამაზონ FBA“ -ის საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ელექტრონული კომერციით და პროდუქტის გაყიდვით გლობალურ ბაზარზე, საშუალება ეძლევა შეისწავლოს საქმე მარტივად და განახორციელოს მომგებიანი სავაჭრო ოპერაციები უდიდეს სავაჭრო პლატფორმა ამაზონზე.

პროგრამაში ჩართვა მარტივია იმიტომ რომ შესაძლებელია ნებისმიერმა მსურველმა გააგზავნოს ამაზონზე პროდუქციის მინიმალური რაოდენობა, შესაბამისად ინვესტირებისთვის საჭიროა მცირე თანხა, ამაზონის საწყობში პროდუქციის განთავსება და დასაწყობება ყოველთვიურად მხოლოდ 40 დოლარი ღირს, რაც ამ პროცესს ფინანსურად ძალიან ხელსაყრელს და ხელმისაწვდომს ხდის.




image



საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა იყოს რომ ამაზონზე ბიზნესის წარმოებით შემოსავლის მიღება ამერიკული ვალუტაშია შესაძლებელი, შესაბამისად ქართულ ვალუტაში კონვერტაციის შემდეგ მოგების საკმაოდ მაღალი მარჟის დატოვებაა შესაძლებელი.

საქართველო რამდენადა აქტიურად არის ჩართული ”ამაზონ FBA” პროგრამაში?

სამწუხაროდ, საქართველო ძალიან მცირედით არის ჩართული ამ პროცესში. ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქები უკვე აქტიურად ჩაერთნენ პროგრამაში და სოლიდურ მოგებასაც ნახულობენ საქმიანობით. შეიძლება ითქვას რომ ინფორმაციული ნაკლებობის და ტექნიკური ცოდნის სიმწირის გამო ”ამაზონის” ბაზრის უზარმაზარი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა აუთვისებელია. ჩემი ინფორმაციით ამ საქმიანობით დაკავებული ქართველების მცირე რაოდენობა ცხოვრობს და მოღვაწეობს უცხოეთში, შესაბამისად ისინი ვერ უზიარებენ ცოდნას საქართველოს მოქალაქეებს. მოკლედ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო და ზოგადად, კავკასიის რეგიონი პრაქტიკულად არ არის ჩართული ამ პროცესში.





image



თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელმაც ”ამაზონ FBA” პროგრამაში მიიღეთ მონაწილეობა. მოგვიყევით ამ პროცესის შესახებ

ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა, ტრენინგები გავიარე უკრაინაში პროფესიონალების გუნდთან, დეტალურად შევისწავლე საქმის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მხარე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთე პირველი პროექტი: გავაგზავნე ნატურალური პროდუქციის ხელნაკეთი ნივთები, რომელთა დამზადებაც რეალურად დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა და ”ამაზონზე” საკმაოდ ძვირად ფასობდა. ჩვენი პირველი პროდუქტი, რაც ”ამაზონზე” გავყიდეთ იყო თიხის ნივთები, რომლებიც საქართველოში 1 ლარად დავამზადეთ და დღემდე ვყიდით 12, 59 დოლარად. შემდეგ დაემატა ხის პროდუქცია, რაც ასევე საკმაოდ წარმატებით იყიდება.



image


პირველი წარმატების შემდეგ შექმენით კომპანია Amazon Export Hub. რა მიმართულებით საქმიანობს თქვენი კომპანია?

მას შემდეგ რაც წარმატებით გავაგზავნე ამაზონზე რამოდენიმე პროდუქტი, მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო საქართველოს მოქალაქეებსაც. ამისათვის დავაარსეთ კომპანია Amazon Export Hub. აქცენტი გაკეთდება 3 მიმართულებაზე. პირველ რიგში ეს არის სწავლება. კურსი მოიცავს რეგისტრაციის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას, ბაზრის ანალიზს, ლოჯისტიკასა და კოდების სისტემაში დახმარებას, ამასთანავე, საწყობების კონტროლსა და განთავსებული განცხადების (“ლისტინგის") საძიებო სისტემაში წინა პოზიციებზე წაწევას (SEO, დარანკვა). ასევე მომხმარებლებს შევთავაზებთ საშუამავლო-საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოემსახურება მსურველებს სასურველი პროდუქტი გააგზავნონ და გაყიდონ ამაზონის პლატფორმაზე. ხოლო მათ, ვისაც იდეები აქვს და მისი განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, მათი იდეების განხილვას და დაფინანსებას ვთავაზობთ.




image


კომპანია ახალი დაფუძნებულია და იანვრის ბოლოს ვგეგმავთ პირველი სასწავლო კურსის დაწყებას. გვინდა, საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს არის რეალური შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომ მინიმალური ინვეტსიციით მიიღონ დიდი შემოსავალი.

შეავსეთ Amazon Export Hub-ის ტრენინგის სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე. ტრენინგი 22 იანვარს დაიწყება და 4 დღე გაგრძელდება.


0
478
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0