საზოგადოება საცხოვრებელი სახლების ყველაზე უსაფრთხო სართულები– გაითვალისწინეთ! 2018, 9 იანვარი, 9:52 დავა პირველ სართულსა და ცათამბჯენ შენობებში მცხოვრებ მეგობრებს თუ ნაცნობებს შორის არასოდეს არ წყდება, რადგან ყველას ის მიაჩია საუკეთესოდ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. სინამდვილეში კი სართული გარკვეულ როლს თამაშობს როგორც უსაფრთხოებაში, ასევე ჯანმრთელობის საკითზე.
გაინტერესებთ რომელი სართულებია ყველაზე უსაფრთხო? დღევანდელ სტატიაში ექსპერტების რჩევებს შემოგთავაზებთ, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ მომავალში, თუ ბინის შეძენას გადაწყვეტთ. ● "პირველი სართულების" დადებითი და უარყოფითი მხარეები დადებითი მხარეები– მთავარი და უდავო უპირატესობა ბინისა პირველ სამ სართულზე ეს არის კომფორტისადმი აღქმის ფსიქოლოგიური მომენტი და გარესამყაროსთან ურთიერთობა. უარყოფითი მხარეები– ხშირ შმთხვევაში პირველი სამი სართულის პირდაპირ გაზრდილი ხეები ბინებს ჩრდილავენ, რის გამოც ფერხდება ჰაერის ცირკულაცია, შედეგად კი სოკოებისა და ბაქტერიების განვითარების რისკი ჩნდება. ამას პლუს დაბინძურებული ჰაერი, ავტომობილების გამონაბოლქვი, ცხელი ასფალტი, რაც პირდაპირ ვნებს ფილტვებს და იწვევს სისხლძარღვების დაავადებებს. ხმაურზე უკვე აღარაფერს ვამბობთ. როგორ ვებრძოლოთ ნიუანსებს? ხშირად გაანიავეთ ბინა; ხშირად გაწმინდეთ იატაკი; იქონიეთ ქოთნის მცენარეები, რომლებიც გაფილტრავენ ჰაერს. ● მაღალი სართულების დადებითი და უარყოფითი მხარეები დადებითი მხარეები– მაღალ სართულებზე ჰაერი სუფთაა, არ არსებობს გამონაბოლქვი და მავნე აირები და ხმაურის დონეც დაბალია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხედიც თვალწარმტაცია. უარყოფითი მხარეები– ზოგიერთი ადამიანის ფსიქიკაზე მაღალმა სართულმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. მაგ: კლაუსტროფობია (ჩაკეტილი სივრცის შიში), სიმღლის შიში, პანიკა, სტრესი. მე -7 სართულის ზემოთ მაგნიტური ველი დასუსტებულია და თუ ადამიანი დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობს მაღალ სართულზე, მას შეიძლება მნიშვნელოვნად შეუმცირდეს იმუნური სისტემა, დაერღვეს გულ-სისხლძარღვთა და ავტონომიური ნერვული სისტემის აქტივობა. საწარმოს ნარჩენი ნივთიერებები 30 მეტრის სიმაღლეზე გროვდება და ქარს როდესაც გადააქვს, მათი ბინაში მოხვედრა ძალიან ადვილია. ● რომელია საცხოვრებლად იდეალური სართული და რას გვირჩევენ ექიმები? ზემო ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით და ასევე ექიმების რეკომენდაციით ყველაზე იდეალურად ითვლება 5–7 სართულები, რადგან მე–5 სართულამდე გამონაბოლქვი და მავნე აირები არ მიიღწევა, ხოლო მე–7 სართულის ზევით კი საწარმოს ნარჩენი მავნე ნივთიერებები გროვდება. შენიშვნა: თუ თქვენ მაგისტრალზე მე–5 დან მე–7 სართულამდე ცხოვრობთ, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იდეალური პირობა დაცულია. ასევე თუ თქვენ ცხოვრობთ პირველ სართულზე მრავალსართულიანი სახლის ბუნებრივ ზონაში, ეს წესი იცვლება. თუ ქალაქის რომელიმე უბანში აპირებთ ბინის ყიდვას, უკვე იცით როგორ უნდა მოიქცეთ, მაგრამ თუ უკვე გაქვთ ბინა რომელიმე სხვა სართულზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონება უნდა გაყიდოთ აუცილებლად. უბრალოდ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და დარწმუნდით, რომ გაურკვეველი მიზეზით (სართულიდან გამომდინარე) არ გჭირთ რაიმე დაავადება ან ჩივილი. იხილეთ აგრეთვე: ● თქვენს ბედზე მოქმედებს სართული, რომელზეც ცხოვრობთ. შეამოწმეთ 1231 20-ს მოსწონს
|