x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გეოლოგია - საინტერესო ფაქტები

დედამიწა

როცა დედამიწა წარმოიქმნა 4.6 მილიარდი წლის წინ, ის უამრავ განსხვავებულ ქიმიურ ელემენტს შეიცავდა. მილიარდობით წლის განმავლობაში ეს ელემენტები შეერთდა და ათასობით ქიმიური შენაერთი წარმოშვა. ბუნებაში დაახლოებით 4000 მინერალია. მათგან მხოლოდ 100 გვხვდება დიდი რაოდენობით. მინერალების უმეტესობა წარმოიშობა, როცა გამდნარი ქანი, ლავა ცივდება და კრისტალებს ბადებს. ზოგიერთი მინერალი კი ცოცხალი ორგანიზმებისგან ჩნდება მაგალითად ქვანახშირი და ცარცი. შესაძლებელია მინერალების დამუშავება და მაგარ ლითონებად (მაგ. სპილენძი ან ვერცხლი) მიღება, გამოყენება სასუქებად (პოტაში, აპატიტი). კრისტალების დაჭრის და დამუშავების მერე მიიღება საიუველირო ქვები (ბრილიანტი, ლალი, ზურმუხტი). ზოგიერთ მინერალს იყენებენ როგორც კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებას.


ფერადი მინერალებისგან შექმნილი მთა ჩინეთში


4.2 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე ჩამოყალიბდა ოკეანეები. ჩვენი პლანეტის მყარი გარე საფარი სულ მცირე 4.4 მილიარდი წელია არსებობს. მინერალი ცირკონი კი უძველესია მინერალებს შორის ამ პლანეტაზე და ის სწორედ 4.4 მილიარდი წლისაა.



ცირკონი

ჩვენი პლანეტა, მთები, კანიონები, დაბლობები ქანებისგან შედგება, ქანების ფორმირებას ასეულ მილიონობით წელი სჭირდება. ისინი 3 სახისაა: ვულკანური, მეტამორფული და დანალექი.

კონტინენტები დღემდე მოძრაობს და ყოველი მათგანი დაახლოებით 15 სანტიმეტრით გადაადგილდება წელიწადში.






1
201
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
201
  
2018, 3 თებერვალი, 19:40
1. ჩრდილოეთი ამერიკის ფილა - ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო-დასავლეთი ატლანტიკა და გრენლანდია
2. სამხრეთი ამერიკის ფილა - სამხრეთი ამერიკა და სამხრეთ-დასავლეთი ატლანტიკა
3. ანტარქტიკული ფილა - ანტარქტიკა
4. ევრაზიული ფილა - ჩრდილო-აღმოსავლეთი ატლანტიკა, ევროპა და აზია ინდოეთის გარდა
5. აფრიკული ფილა - აფრიკა, ატლანტის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ინდოეთის ოკეანის დასავლეთი
6. ინდოავსტრალიური ფილა - ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ინდოეთის ოკეანის უდიდესი ნაწილი
7. ნასკას ფილა - წყნარი ოკეანის სამხრეთი რომელიც ეკვრის სამხრეთ ამერიკას
8. წყნარი ოკეანის ფილა - წყნარი ოკეანის უდიდესი ნაწილი.
0 1 1