სხვა საუკეთესო მეგობრებმა ააშენეს პატარა სოფელი, სადაც ერთად დაბერებას გეგმავენ... 2018, 9 იანვარი, 15:57 აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქ აუსტინში სამეგობრო წრემ განსაცვიფრებელი გადაწყვეტილება მიიღო. 4 ოჯახისგან შემდგარ სამეგობრო წრემ, ერთმანეთთან უფრო მეტი დროის გასატარებლად მდინარე ლონას სანაპიროზე 4 კოტეჯი ააშენეს. პროექტს სახელად - "გაქცევა ლონას სანაპიროზე" დაარქვეს. მოწადინებულ სამეგობრომ კოტეჯების აშენება სწრაფ ტემპში დაიწყეს და დღეს უკვე ცხოვრობენ, ისინი ამ ტერიტორიას პატარა სოფელს ეძახიან.
თითოეული კოტეჯი შეფასებულია 40 000 დოლარად, ხოლო დიზაინერი მეთ გარსია, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორია. კოტეჯები გამოირჩევიან შესანიშნავი მახასიათებლებით: 5 000 გალონი წვიმის წყლის შენახვის შესაძლებლობა დახრილი ჭერების საშუალებით, არასასურველი სიცხისგან თავის დასაცავად აშენებული სპეციალური ამრეკლი კედლები, იზოლირებული ფანჯრები და კიდევ ბევრი...შიდა დიზაინიც შესანიშნავია, მოკლედ რომ ვთქვათ ეკონომიური და თბილი... (წყარო) http://www.boredpanda.com ზემოთ აღწერილი 4 წყვილი ერთმანეთს უკვე 20 წელია რაც იცნობენ, ისინი ერთმანეთისგან მოშორებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთთან უფრო ახლოს ყოფნისთვის გადაწყვიტეს პატარა სოფლის შექმნა, რომელიც მდინარე ლონას სანაპიროზე ააშენეს. მთლიანი თანხა ერთად შეაგროვეს, კოტეჯების დიზაინი ერთნაირია, მათ მხოლოდ ერთ გარემოში მშვიდად ცხოვრების სურვილი აქვთ! კოტეჯების დიზაინსა და მშენებლობაზე დიახარჯა 160 000 დოლარი, ანუ თითოეული კოტეჯი შეფასდა 40 000 დოლარად. სახლის შიდა დიზაინი პლაივუდითაა დაფარული. "დაბალი ფასით მიღებული მაღალი ხარისხის დიზაინი" - ამ სიტყვებით ხსნის არქიტექტორი გარსია კოტეჯებს! სახურავის საშუალებით 5000 გალონი წვიმის წყლის შენახვა შესაძლებელი. ჯამში იდეალური ადგილია საცხოვრებლად! მთავარი მონდომებაა, ყველაფერი გამოვა თუ გულით ისურვებ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. გაყინული ნიაგარა კვლავ ჯადოსნური სილამაზით გამოირჩევა ( +23 ფოტო) 2. ალქიმიკოსი, რომელმაც აღმოაჩინა უკვდავება და უამრავ საიდუმლოსთან ერთად გაქრა! 3. თანაბარი ხელფასით, პოლიციის გარეშე და სახლები მხოლოდ 15 ევროდ - ნამდვილი უტოპია: მარინალედა! 4. ბოშების მდიდრული და გაბრწყინებული ქალაქი! მათთვის სიღარიბე არ არსებობს.... 5. რას ჰყვება მამაკაცი 2028 წლის შესახებ, რომელმაც დროში იმოგზაურა! 6. ვინ არის ცნობილი მილიარდერი, რომელიც სკოლის პერიოდში საღეჭ რეზინებს ყიდიდა?! 7. საინტერესო ისტორია ფოტოს შესახებ, რომელზედაც აინშტაინს ენა აქვს გამოყოფილი! 8. Samsung Galaxy S9 და S9+ 2018 წლის, თებერვლის ბოლოს ოფიციალურად გაიყიდება! 14138 14-ს მოსწონს
|