საზოგადოება იმედია, შესაბამისი სამსახურები დედის უსუსური გამართლებით არ დაკმაყოფილდებიან და მკაცრ კონტროლზე აიყვანენ ამ საქმეს 2018, 7 იანვარი, 10:40 უკვე ფაქტია, რომ ბევრისთვის შვილის აღზრდა სულაც არ არის დაკავშირებული რთულ და საპასუხისმგებლო პროცესთან, რადგან უბრალოდ გაზარდო, გაცილებით მარტივია. მშობელია შვილის სარკე და სწორედ აქედან ეყრება ფუნდამეტი მათ მომავალს, თუმცა მათ შვილებს, ვისაც არაჯანსაღი ფსიქიკა თითქმის ცხოვრების ბოლომდე მიყვებათ, ენგრევათ მომავალი.
მრავლად იდება ინტერნეტში ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ არიან შვილის აღზრდის ცნებას მშობლები აცდენილები. ამის "კიდევ ერთი" მაგალითი გახდა რამდენიმე დღის წინ გადაღებული ვიდეო, სადაც მამა შვილს აწევინებს სიგარეტს და ქალებში წაყვანასაც პირდება. მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება და მათი მომავლის დაცვა. მომხდარს საჯაროდ პოსტით ეხმაურება ვინმე Ninuka Borchkhadze, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ: "როგორც ჩანს, ამ ბავშვების მამა არის აბსოლუტურად პათოლოგიური ქცევის მქონე ფსიქოპატი. დედაც ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ ის, გავრცელებული ვიდეო ერთადერთი შემთხვევა იყო. ამ ქალს გულწრფელად სჯერა, რომ საკუთარი შვლები ძალიან უყვარს; ისიც მესმის, რომ ამგვარი ქცევა საქართველოში უცხო არაა. უბრალოდ, სადღაც უნდა დასრულდეს, ოდესმე უნდა შეუშალოს ვინმემ ხელი მშობლებისგან მცირეწლოვან ბავშვებზე ამ სახის ძალადობას, მათ ფსიქიკაზე ასეთ ზემოქმედებას და მათ დამახინჯებას. იმედია, შესაბამისი სამსახურები დედის უსუსური გამართლებით არ დაკმაყოფილდებიან და მკაცრ კონტროლზე აიყვანენ ამ საქმეს. ეს ბავშვები არ არიან ამ უტვინო მშობლების საკუთრება, ისინიც ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობა, ისევე, როგორც მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფოს და საზოგადოების საზრუნავია"– წერს ნინუკა. P.S. თქვენ რა აზრის ხართ? 67 12-ს მოსწონს
|