x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138410
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
„შატო მუხრანი“ ისტორია, რომელიც მუდამ გრძელდება - გემოს ჯადოქრობა შატო მუხრანიდან
image

თბილისიდან 35 კილომეტრით დაშორებული ზღაპრული შატო მუხრანის ისტორია ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთან, მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან, ივანე მუხრანბატონთანაა დაკავშირებული. მან ჯერ კიდევ 1876 წელს საფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია, ასევე ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგია და გადაწყვიტა საქართველოში ისეთი საწარმო აეშენებინა, სადაც ღვინის ტრადიციული ქართული ტექნოლოგიისა და კლასიკური მეთოდის სინთეზი იქნებოდა შესაძლებელი.

იდეის სისრულეში მოსაყვანად ივანე მუხრანბატონმა ფრანგი არქიტექტორები, მევენახეები, მებაღეები მოიწვია და 1873 წელს ქართლში, მუხრანის ვაკეზე ევროპული კონცეფციის შატოს შექმნა დაიწყო. სასახლის პროექტი ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით. მის გარშემო განლაგებული ბაღი, რომელიც ყველა მნახველის აღტაცებას იწვევდა, ვერსალის მებაღემ დააპროექტა. მე -19 საუკუნეში ეს იყო ყველაზე მდიდრული სასახლე, რომელიც ქართული ელიტის თავშეყრის კულტურულ ეპიცენტრად იქცა.

ელენე ოთარაშვილი – შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

image

ბოლშევიკების პერიოდში გაპარტახებული და გაძარცვული შატო მუხრანის აღდგენის იდეა 2002 წელს გაჩნდა. დამფუძნებელთა ჯგუფის - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და შვედი ინვესტორის ფრედერიკ პაულსენის ინიციატივით, შატოს ტერიტორიაზე ისევ გაშენდა ვენახები, აღდგა სასახლე. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარემომ ნელ-ნელა პირვანდელი სახე დაიბრუნა, 2011 წლიდან კი შატო მუხრანში ტურიზმის განვითარებაც დაიწყო. ბაგრატიონის მამულში მეგზურობას შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ოთარაშვილი გვიწევს. ტერიტორიას ვათვალიერებთ და აქაურობის გემოს შევიგრძნობთ. იხილეთ მეტი

0
149
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0